ქართული ფინალი ბუქარესტში – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო
ბუქარესტში “Ion Cornianu & Ladislau Simon” -ის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
განსაკუთრებით წარმატებულად იასპარეზეც 67 კგ-ში მოასპარეზე მოჭიდავეებმა, რომელშიც ქართული ფინალი შედგა. ჯონი ხეცურიანმა რამაზ ზოიძეს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირის გამარჯვებული გახდა გიორგი მელიაც (97 კგ). ბრინჯაოს მედლებს იური ლომაძე (77 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ) დაეუფლნენ