მედვედევის თანაშემწე ამტკიცებს, რომ გვერდი, სადაც საქართველოზეც დაწერა, გატეხილია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თანაშემწე ამტკიცებს, რომ მის მიერ VKontakte-ის გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი, სადაც საუბარი საქართველოზეც იყო, მას არ დაუწერია.

რუსულ სახელმწიფო მედია “რიაზე” გავრცელებული ოლეგ ოსიპოვის კომენტარის მიხედვით, უცნობია ვინ გატეხა მედვედევის გვერდი.

მისივე თქმით, გაარკვევენ რუსულ სოციალურ ქსელთან და მასთან ვისაც ევალება საკითხის მოგვარება, თუ ვინ დაწერა “წაშლილი პოსტი”.

რუსულ სოციალურ ქსელში 2 აგვისტოს გაჩნდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პოსტი, სადაც ის წერდა, რომ საქართველო შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. მოგვიანებით პოსტი წაიშალა.

მედვედევის პოსტში ეწერა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და რომ ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად. ის ასევე წერს, რომ საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share