ახალი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის – გამოქვეყნდა უცხო ნების გამოცდების შედეგები

რამდენიმე წუთში უცხოური ენების გამოცდების  შედეგები გამოქვეყნდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„აბიტურიენტთა საყურადღებოდ! დღეს, 3 აგვისტოს, 10:00 საათზე გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები.

შედეგის გასაგებად გადადით ბმულზე: https://online.naec.ge/ueereg/entrants/entrantsdefault.aspx და შესაბამის ველში მიუთითეთ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

 

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული
პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share