”ალტ-ინფოს” ნაცვლად, ”ორი ნაბიჯის” სუპერმარკეტი

კომპანია “ორი ნაბიჯი” ოზურგეთში ქსელს აფართოებს.

როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, სავაჭრო ქსელი “ორი ნაბიჯი” გურიის ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ ოზურგეთში რიგით მეორე სუპერმარკეტს გახსნის.

ამჟამად სარემონტო სამუშაოები ქალაქ ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე, ყოფილი პურკომბინატის შენობის პირველ სართულზე მიმდინარეობს.

როგორც რედაქციას აცნობეს, სარემონტო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და და მასში კომპანია ”ორი ნაბიჯის” სავაჭრო ცენტრი განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მისამართზე პუტინისტური ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” ოფისის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ფართის მეპატრონეებმა, ბოლო მომენტში ”ალტ-ინფოს” ხელშეკრულება გაუუქმეს.

კომპანია ”ორი ნაბიჯი”  ოზურგეთში გასულ წელს შემოვიდა და მან პირველი სავაჭრო ცენტრი იოანე პეტიწის ქუჩაზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share