”მივიღეთ ოკუპაციის ახალი ფორმა- ტურისტული და ეკონომიკური ოკუპაცია!”

”მივიღეთ ოკუპაციის ახალი ფორმა- ტურისტული და ეკონომიკური ოკუპაცია!” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი, სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრი, ნინე ულუმბელაშვილი რუსულ ექსპანსიას საქართველოში და სოციალურ ქსელში წერს:

”ღორი რუსები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიტაცების შემდეგ, დღემდე აგრძელებდნენ საქართველოს მცოცავ ოკუპაციას, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ, ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, საქართველო სამოთხე გახდა რუსებისთვის. მოდიან და მოდიან, უკვე შეადგენენ ჩვენი მოსახლეობის 10%-ს. ანუ რა გამოდის მივიღეთ ოკუპაციის ახალი ფორმა- ტურისტული და ეკონომიკური ოკუპაცია!

ყველა, ვინც რუსებს უფლებას აძლევს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის, ვინც ფიანდაზად ეგება, ვინც სახლებს, სასტუმროებს, სამარშრუტო ტაქსებს და რაიმე ტიპის მომსახურებას სთავაზობს, არის მოღალატე და ნაგავი!
ასე როგორ გძულთ საკუთარი ქვეყანა? ასე როგორ იყიდებით? აქამდე როგორ დაეშვით?
ამდენი უისტორიო, უსინდისო, საიდან მოუმრავლდით ქვეყანას?!
შემირცხვენიხართ ყველა, ჩემიან-სხვისიანად!!!!
რუსეთი ოკუპანტია!
რუსეთი მტერია!
რუსი, ვერასოდეს გახდება ჩემი მეგობარი და სასურველი სტუმარი!” – წერს ულუმბელაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share