“პირდაპირ ვიტყვი, კიკუს მდგომარეობაში ვართ” – რას წერს ლევან ჩხეიძე

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრი ლევან ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“სანამ რუს ტურისტებს დავერევით, ჯერ მოდით ქართველები გავერკვიოთ ერთმანეთში.

მოცემულობა ასეთია. რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს საქართველოს 20 % ტერიტორია და 10 % მოსახლეობა გამოდევნილი ჰყავს სახლებიდან.

ამასთან, რუსულ ფულზეა დამოკიდებული ქართული ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა და უძრავი ქონება. ჩვენს ეკონომიკაში უკრაინის ომის მერე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი შემოსულობები რუსეთიდან.

პირდაპირ ვიტყვი, კიკუს მდგომარეობაში ვართ. ერთ მხარეს არის ღირსება მაგრამ გაჭირვება. მეორე მხარეს უარი ღირსებაზე და ფული, ბევრი ფული ბაბა.

მისაღებია ჩვენთვის სხვის გაჭირვებაზე საკუთარი ბედნიერების აგება? სარგებლობა უკრაინის ომით, საერთაშორისო სანქციებით და ამით ჩვენი ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილება? პოლიტიკურ ველზე არავინ არანაირ დივიდენდებს არ გვაძლევს. არათუ დეოკუპაცია, არამედ დებორდერიზაციაც კი არ შეჩერებულა, შეზღუდულია მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იზღუდება ქართული ენა და ამ ენაზე სწავლება. ლტოლვილების დაბრუნებაზე საუბარიც კი არ არის.

ქართველო, გიღირს ოთახნახევრიანი ბინის 300 დოლარად გაქირავება რუს ტურისტზე, საიდანაც ქართველი სტუდენტი გააგდე იმიტომ რომ 400 ლარზე მეტის გადახდის საშუალება არ ქონდა საკუთარ ღირსებათ? ასე რომ ქართველო. აქეთაა ფული, ბევრი ფული, გაიხადე ვითომ რიონში ბანაობ მარტო და ვერავინ გხედავს, ან ღირსება.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share