პოლიტიკური გარეთიანება „ლელოს“ ბრიფინგი ოზურგეთში

დღეს, 13 ოქტომბერს ოზურგეთში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ბრიფინგი ჩატარდა.

ბრიფინგი ჩაატარა პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი  სირაძემ.

ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რეგიონში კატასტროფულ მაჩვენებელზეა მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა. მისი თქმით, „ლელოს“ გურიის ოფისი უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს კონკრეტულ ფაქტებს, როცა საარსებო შემწეობის ბენეფიციარებს პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, დახმარება მოეხსნათ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ერთადერთი პლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა ტრანსფორმირდეს ეს პოლიტიკა ეკონმიკურ წარმატებასა და გაუმჯობესებულ სოციალურ ვითარებაში, არის „ლელო საქართველოსთვის“.

„ლელოს“ მიზანია, რომ დღეს სოციალურად დაუცველი ადამიანი, ხვალ და ზეგ გახდეს საშუალო ფენის წარმომადგენელი. „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით „ლელოს“ სოციალური პოლიტიკაა მოსახლეობის შემოსავლის გაზრდა და არა მისი სოც-შემწეობაზე უსასრულოდ დამოკიდებულება“ – აღნიშნა გურიაში „ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share