იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოცქსელში წერს:
„- აბა სად არის კლანი?- ევროპაში, ძვირადღირებული ბრენდების შოპინგზე.კიდევ ერთხელ რომ დასვამს ამ კითხვას ვინმე, სტუდია მონიტორი – ის ფილმი ჩავუგდოთ.რა კარგია რომ არ დაიზარეთ და ლელა ჭანია დადეთ, როგორც მურუსიძის მატყუარობის ერთ-ერთი მსუყე მტკიცებულება.მიდით, იგრიალეთ ლისაბონში! ბოლომდე ჭამეთ ეს ქვეყანა, არ მოიკლოთ დოლჩე გაბანა და ძვირიანი ბრენდები. მაგრამ ამ ფილმის მერე ფუფუნების გამომზეურებას მაინც მოერიდებით და აეროპორტებში კიდევ უფრო უჩინარები გახდებით. ან ბიძინა მაინც მიგითითებთ, ჭამეთ რაზეც ხელი მიგიწვდებათ, მაგრამ ყველას ნუ გააგებინებთ მენიუს შემადგენლობასო. და თქვენ ამ დროს, ერთგულების ნიშნად, სტაფილოს წვენის ბოლო ყლუპს გადაუძახებთ ხახაში.თქვენისთანებისთვის ეს სასჯელია, რადგან ზუსტად ამისთვის არ გინდათ ეს ძვირფასი ნივთები, რომ ყველას გააგებინოთ თქვენი მდგომარეობის შესახებ?!“