“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის ოჯახი თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. პროექტის პარტნიორი კი ირაკლი რუხაძეა.
დედაქალაქის ცენტრში, სადგურის მოედნის მიმდებარედ 270 ათას კვადრატულ მეტრ ფართპობზე 70-მდე კორპუსის მშენებლობას საკრებულომ მწვანე შუქი აუნთო და ნებართვა მისცა.
საკრებულოს სხდომაზე ხმაურის მიზეზი დღეს გირჩის წევრის, ცოტნე კობერიძის რეპლიკაც გახდა, რომელმაც ირაკლი კობახიძე პრორუსად მოიხსენია. კობერიძეს “ქართული ოცნების” დეპუტატი დაუპირისპირდა. ვითარება კი იმდენად დაიძაბა, რომ მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო.
მთავარი არხი