ლანჩხუთში მოძრავ სამიზნეზე სროლაში ჩემპიონატი გაიმართა

ლანჩხუთში მოძრავ სამიზნეზე სროლაში ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50-მდე მსროლელი მონაწილეობდა.
სპორტსმენებში პირველი ადგილი ბ.კაპანაძემ, მეორე – ტ.კვარაცხელიამ, ხოლო მესამე ა.აროშიძემ მოიპოვა.
მოყვარულებში პირველი ადგილი ა.ცხადაძემ, მეორე – ლ.გველესიანმა, მესამე კი გ.აბაშიძემ დაიკავა.
ვეტერანებში ვ.ასამბაძემ, ახალგაზრდებში კი გ.წილოსანმა გაიმარჯვეს.
 გამარჯვებულებს თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ჩემპიონატი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სპორტინგ ფედერაციის უშუალო ორგანიზებით განხორციელდა და ლანჩხუთმა წელს მეორედ უმასპინძლა.
ჩემპიონატს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი ესწრებოდნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share