ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”ეს სინდის-ნამოს გამორეცხილი, უვიცი ბორიას ხელისბიჭი გაუთავებლად გაიძახის, რომ სააკაშვილის „უგუნური“ პოლიტიკის გამო რუსეთი თავს დაგვესხაო. რუსეთისთვის არაფერი პოლიტიკა არ იყო საჭირო, რომ თავს დაგვსხმოდა, რაიმე მიზეზს ყოველთვის მოიგონებდნენ, ისევე როგორც ყირიმში, ისევე როგორც უკრაინაში. კიევში ნაცისტებმა აიღეს ხელში ძალაუფლებაო, განაცხადა დაკომპლექსებულმა ლილიპუტმა. ეს მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი ებრაელია. ამაზე მეტი აბსურდული რა უნდა მოიგონო.
ღარიბაშვილის, უფრო სწორედ ბორიას მთელი გუნდის პოლიტიკის წყალობით რუსეთი საცაა რუსთაველის პროსპექტზე გაავლებს სასაზღვრო მავთულებს. ადამიანების გატაცება, წამება, მოკვლა, ფულის გამოძალვა და უთვალავი სხვა რამ სწორედ მათი „გონიერი“ პოლიტიკის შედეგია. ოპოზიციას უნდა საქართველო ომში ჩაებასო. ვისთან ომში, საინტერესოა, რუსეთთან? რაში სჭირდება რუსეთს საქართველოსთან ომი?! საქართველო უკვე დაპყრობილია, უკვე რუსეთის გუბერნიაა. ქვეყნის დემოგრაფია ისეა შეცვლილი, რომ მალე რუსები უმრავლესობაში იქნებიან. ცოტა დარჩა და სახელსაც გამოუცვლიან და ვიქნებით ღრუზია, ან ვლადიღრუზინია, ან კიდევ რაიმე ამის მსგავსი.
მე მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების იმედი მაქვს, უკრაინელების, რომლებიც ასე თავდადებით იბრძვიან და გაიმარჯვებენ კიდეც. ეს გარდუვალია. ევროპა თუ არა, ამერიკა არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას, რადგან ეს მისი დამარცხებაც იქნება. უკრაინის გამრჯვება კი კრემლის დამარცხებაა.
დიდება უკრაინას, დიდება უკრაინელებს, რომლებიც დღეს მხოლოდ თავისი ქვეყნის კი არა, მთელი დასავლეთის ცივილიზაციის გადასარჩენად იბრძვიან რუსი ბარბაროსების წინააღმდეგ.” – წერს კიზირია.