რეკომენდაციები სიცოცხლისათვის
სწორად წაკითხული ანალიზი, ადამიანის სიცოცხლის რეალურ გზას გვიჩვენებს.
1—– თრომბი ყოველთვის არის ორგანიზმში. დაუდგენელი დაავადებების დროს, რომელთა არსებობაც ადამიანების დიდმა ნაწილმა არ ც იცის რომ აქვთ, მისი მოცემულობა მეტია და დარღვეულ ბიოქიმურ სტატუსთან შეფარდებაში მერყეობს. მაგრამ, თრომბი ტვინის ნათხემში როცა შეაღწევს, მაშინ არის——–ან ძლიერი ნერვული გამოხატულება ან ძლიერი ფსიქიკური აგზნება . დეპრესიის დროს მ თავარი მიზეზი — არტერიაში თრომბული მასის არსებობაა. ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება, ხელს უწყობენ თრომბული მასების ზომაში მატებას. თრომწარმოქმნაში ყველაზე მეტად, ტოქსიკური ნივთიერებები მონაწილეობენ. დღეს მათი ბუმია, უკონტროლო გარემოს გამო. თუ განსაკუთრებით, ტვინიდან და ღვიძლიდან მათი დეტოქსიკაცია არ მოხდება, ისინი ნერვულ ქსოვილსა და ნერვულ უჯრედებში თრომწარმოქმნას ახდენენ და აძლიერებენ. ტოქსიკური შლაკები უპირველესად——– ჰორმონულ მოშლებს, -ფსიქიკურ გადახრებს, ნევროზებს, დეპრესიებს და მეტაბოლურ ნგრევას ახორციელებენ სხვადასხვა დაავადებებით გამოხატულს. ტოქსიკური ნივთიერებებით ნერვზე ზეწოლა, არა მარტო კონკრეტული დაავადებებით გამოიხატება, არამედ მანამდე ან პარალულურად უამრავი ჩივილით. თუნდაც, წნევის პერიოდული მცირედ აწევა ან პერიოდული, თავის მცირე ტკივილიც კი ან პერიოდული, კუჭის აშლის მცირე ეპიზოდი და კიდევ ბევრი სხვა.
2———ყველაზე მთავარი მიზეზი, რაც იწვევს ინსულტს, უკონტროლო ინსულინრეზისტენტობაა. რაც არ უნდა მეტად დარღვეული რეჟიმით იცხოვროთ, ინსულტამდე მაინც არ მიხვალთ, თუ ინსულინრეზისტენტობა ძლიერ მოშლილი არ იქნება. ინსულინრეზისტენტობის მართვის თანამედროვე მეთოდები ცნობილია და ნუ იქნებით მეთფორმინის და ასეთების ცრუ იმედზე, რომლებიც, დიდ ხანია , ღიად უარყო უკვე ევროპულმა მედიცინამ.
3-ჰიპოფიზმის ადენომაზე ბევრჯერ დეტალურად ვისაუბრე. მაგრამ, ახლა მხოლოდ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მისი საშიშროება ხალხისთვის გაუგებარია და მსუბუქად აღიქმება. მისი გარეგნული ჩივილები მინიმალურია და მსგავსი ჩივილი, ბევრ ქალს შეიძლება აწუხებდეს. განსაკუთრებით, დაბალი წნევა და პერიოდული თავის ტკივილი. გახსოვდეთ, ჰიპოფიზს ყველაზე სახიფათო მდებარეობა აქვს. ის თვალებს შორის არის, ტვინის მკვებავ და სასიცოცხლოდ მმართველ არტერიასთან. ჰიპოფიზის ცვლილება იმის ნიშანია, რომ ჰორმონები არა თუ მოშლილია, არამედ მკვლელებად არიან გადაქცეული. მცირე შეშუპებაც კი ჰიპოფიზში, ტვინს სახიფათო მდგომარეობაში აგდებს. ყველაფერის მართვა შეიძლება . ყველაზე ზედმიწევნით მართვა კი ჰიპოფიზს სჭირდება. მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება—– ჩამორჩენილი მცნებაა. მართალია სათვალე ძალიან მოდაშია, მაგრამ მის გარეშე საკმაოდ უმჯობესია. მხედველობის, თუნდაც ინფექციურ პრობლემაში, თვალის პათოლოგიების ნებისმიერ გამოვლინებაში ჰიპოფიზის მონაწილეობაა. ხშირი დაბალი წნევა უდიდესი სიგნალია, ჰოპოფიზიდან დაწყებული ტვინის მთელი სისტემის თანდათან მოშლის. შაკიკის განვითარებაში უჯრედული სიგნალების დონეზე დაზიანებულ ჰიპოფიზს დიდი როლი მიუძღვის. შაკიკი პოლისემანტიკური დაავადებაა და პანკრეასის ფერმენტების რღვევის გარეშე საერთოდ არ განვითარდება. როცა ამბობენ წინა საუკუნის ფრაზებს, რომ შაკიკი მხოლოდ ნევროლოგიური დაავადებაა, ეს მისი, შეზღუდული გონებით დანახვაა.
3—–გარდა დაავადებებისა, თრომბის წარმოქმნას ბევრი რამ აჩქარებს. მაგალითად, ბოტოქსის პროცედურის შედეგები. მაგრამ, აგრესიულ და ბევრ თრომბს ქმნის გასახდომი წამლები.
4—-იღლიის კვანძები თუ გადიდებულია, რა თქმა უნდა მამოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. მაგრამ, უპირველესად, ასევე, ლიმფომა უნდა გამოირიცხოს. ლიმფომით უამრავი ადამიანი დადის. თუ დიაგნოიზს დროულად დაადგენთ, შეიძლება მისი მართვა და დიდხანს სიცოცხლე. ლიმფომით ხშირად იმიტომ კვდებიან ადრე, რომ გამოვლინიბული ლიმფომა მაშინ ბოლო სტადიაა , რომლის მართვა უკვე გაძნელებულია ან ინსულტით გამოიხატება ან სხვა პათოლოგიის მძიმე ვარიანტით. ბევრი ხერხით შეიძლება მისი დადასტურება. მაგალითად, ნახულობთ ემერტეს პასუხს. კარგად აკვირდებით ტვინის, განსაკუთრებით– ბაზალურ ნაწილს. თუ პაწაწინა ლაქას მაინც ხედავთ ჰიპოფიზში ან თავად ჰიპოფიზი ზომაში შემცირებულია, ეს ხშირ შემთხვევაში ადასტურებს ლიმფომას. დაბალი წნევის საშველად, ყავის დოპინგურად მომხმარებლებში, ჰიპოფიზი უნდა გაკონტროლდეს და ლიმფომის შანსები უნდა გამოირიცხოს. ეს სიცოცხლის გარანტირებულად დაცვაა.
5—— ხშირად გაოცებული ვიმეორებ ამას——-ადამიანები იღებენ კოლოსალური ფასების ანალიზებს. მაგრამ ამას რა აზრი აქვს , თუ განხილვა და შესაბამისად თავის დაცვა ვერ მოხდება. ამინომჟავების გაანალიზებით შეგვიძლია დავინახოთ, მოსალოდნელი სიკვდილის საფრთხე და მისი აცილების გზები.თანამედროვე ,მსოფლიო, მაღალი სტანდარტის მედიცინაში , სამედიცინო ფაქტებით ახსნილია , მაგალითად, თუნდაც სისხლის საერთო ანალიზის თითოეული პარამეტრი , არა მარტო არსებულ დაავადებაზე გვესაუბრება, არამედ ზოგიერთით, სიკვდილის ვადების ზუსტი პროგნოზიც განისაზღვრება. მაგალითად, თუ ლეიკოციტების ზოგი რიცხვი კრიტიკულ ვითარებაზე მიანიშნებს; ლიმფოციტების ზოგი მაჩვენებელი, სიკვდილის ზუსტი ვადების მკვეთრი მასიგნალებელია. თუ ექიმი გამოცდილია, ის მარტო სისხლის საერთო ანალიზის დახედვაზეც კი უმრავ ფაქტორებს გა იაზრებს. ბუნებამ ადამიანში, ყველაფერი ერთმანეთთან შესატყვისობაში ჩადო. უამრავი ფიზიკური ფაქტის მოყვანა შეიძლება. მაგალითად , თუ რომელიმე ადგილზე კუნთი პერიოდულად გითრთოლავთ ან ჩხვლეტის ან ფხაჭნის შეგრძნებაა, იმ მომენტში ლიმფოციტების ცვლას უნდა დააკვირდეთ. მისი გარკვეულ რიცხვზე დასვლა სიკვდილის წინა ნიშანია. ფხაჭნა არ ნიშნავს სიკვდილის მოახლოებას, მაგრამ ლიმფოციტების ზიანი რომ მიმდინარეობს ეს მისი დასტურია. ლიმფოციტების მსხვრევა რომ იწყება ,ანტისხეულების გამომუშავება წყდება და ადამიანი ს მდგომარეობა თანდათან უკან მიდის. გამოცდილი ექიმი ხან ნახავს, რამდენიმე ხელში ნამყოფ და ურეაქციოდ დატოვებულ , უკიდურესად საყურადღებო ანალიზს . ამიტომ, თუ გყავთ ისეთი ექიმი, რომელიც თქვენს დაავადებას ,ამის და სხვა ფაქტორების კონტროლით მართავს ეს სასიცოცხლოა. სხვა შემთხვევაში, თქვენს ანალიზებს, რომელშიც უამრავი ფული დახარჯეთ, სიცოცხლისათვის ღირებულება და აზრი საერთოდ არა აქვს. თუ თქვენ გაგაგებინებენ, თითოეული თქვენი ანალიზი რაზე მიანიშნებს, თავსაც უფრო დაიცავთ. პარამეტრების ზედა და ქვედა ზღვარიც პათოლოგიის გამომხატველია , როგორც სიმაღლე ან სიდაბლე . მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, ექიმთა 70 პროცენტს არ შეუძლია კარდიოგრამის დასკვნის დაწერა. ელექტროკარდიოგრამა ამოუწურავი საბადოა ინფორმაციის, რომელსაც მარტო კარდეოლოგი არ უნდა კითხულობდეს.
6——-ერთ სტატიაში ავხსენი და თანამედროვე კვლევების დასტური მოვიყვანე. შიდსის ვირუსი, შეიძლება, ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს და იმუნიტეტის ხელშეწყობით თავისით ინაქტივდეს . ანუ თავისით ისე გავიდეს ორგანიზმიდან ,ამ ადამიანმა შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოს. თან ეს, მსოფლიო მედიცინის დაკვირვებებით, ერთ ადამიანში შეიძლება რამდენიმეჯერაც კი მოხდეს. თუ თქვენ ბე ჰეპატიტზე აცრილი ხართ, შიდსის ზუსტი დადასტურება ვერ მოხდება. ის ძალიან ბევრ შემთხევვაში არ გამოჩნდება დადებითი. ამიტომ ,გახანგრძლივებული ტემპერატურებისას შიდსიც გამორიცხეთ. ეს ამ ვითარების საკვლევი——- მსოფლიო მედიცინის ერთი სტანდარტია. ნუ ენდობით გაურკვეველი გონებრივი შესაძლებლობის პერსონებს, რომლებიც სუბფებრიულური ტემპერატურის ქრონიკული მდგომარეობისას———-ნევროზი გაქვსო გეუბნებიან.
7—-ყველა რაქიტიან ბავშვს თიმუსის პრობლემა აქვს და ეს თიმუსზე სტატიაში ავხსენი. გლობალური რომ არის ეს პრობლემა, ამიტომ ვიმეორებ გაფრთხილებისთვის. მსოფლიო კლასიკური პედიატრიის ხედვით და სტატისტიკით, დღეს ყოველი მეოთხე ბავშვი, რაქიტის , თუნდაც მსუბუქი ფორმით იბადება. ეს ბუნებრივია, ხელოვნური სამყაროს ფონზე. ათასჯერ მითქვამს—— დღევანდელი რაქიტი აღარ გამოიხატება ბრტყელი შუბლით და კვადრატული თავის ქალით. დღეს რაქიტი მეტაბოლური დარღვევებით გამოიხატება. რადგან , ის მეტაბოლიზმის მოშლის მწვერვალია. ხშირად უმძიმესი ფორმის რაქიტი, მხოლოდ წონაში ჩამორჩენით გამოიხატება. მეტაბოლურად გაუკონტროლებელი რაქიტი, მომავალი, ჯანმრთელობით ძალიან პრობლემური ადამიანის წინაპირობაა. თითქმის არ არსებობს იმის მეტაბოლური ვარიანტი, რომ ადამიანს ქოლესტერინის სიჭარბე ჰქონდეს და ეს არ იყოს განვითარებული, ბავშვობის მოუვლელი, ატიპური ან ტიპური რაქიტის ფონზე.
8——-ამ ეპოქაში დაავადებების გაქრონიკულების ერთი მთავარი და ყველაზე ხშირი მიზეზი თირკმელზედა ჯირკვალია. სავალდებულო არ არის მისი ფორმის შეცვლა რადიოლოგიურ გადაღებაზე გამოიხატოს. რადგან , ის არის ჰორმონალური სისტემის მაკონტროლებელი და ეს ყველაფერი ბიოქიმიურ რეაქციებზე აისახება. თუმცა ,თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემა უამრავი ჩივილით გამოიხატება. ერთი ასეთი, მაგალითად წნევააა. თირკმელზედა ჯირკვლის ფიზიოლოგიური დეგრადირება ყველაზე დიდ პროცენტში ,მძიმე მეტალების ჩაწოლით ხდება. ბიოლოგების და სხვა სპეციალისტების მიერ ადრე დადგენილი დასაშვები ზღვრები მძიმე მეტალების, უკვე აღარ მიიღება მედიცინაში. უამრავი კვლევა და მეთოდური მითითება ამას ადასტურებს . ადამიანების გართულებული და გაქრონიკულებული დაავადებები, ხშირად მათ ხარჯზეა. ყველა მძიმე მეტალი რომ გამოიკვლიო კოლოსალური თანხებია საჭირო. მაგრამ, გამოცდილი ექიმი, სისხლის საერთო ანალიზს რომ დახედავს, უკვე იცის არის თუ არა მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია და რა დონის. თუ მძიმე მეტალი ადამიანს აზიანებს და სიცხცხლის ხანგრძლივობას ნამდვილად ზღუდავს, ეს კლასიკურად აისახება რამდენიმე პარამეტრზე. თუ ექიმმა თქვენზე ნამდვილად აიღო პასუხიმგებლობა, მაშინ თქვენს ანალიზებს ბოლოში დასკვნები უნდა ეწეროს ან მის მიერ თქვენს დაავადების გაანალიზებაში უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, სახსრების რთულ დაზიანებებში მძიმე მეტალების უარყოფითი როლი მაქსიმალურია. თუ მათი სრული დეტოქსი არ მოხდა, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, აუცილებლად მივა კიბომდე. ცნობილი მექანიზმი მსოფლიო მედიცინის ——–ძვლის სიტემის დაზიანების გავლით ორგნიზმში კიბოს უჯრედების სრული ტრანზიტის, დღეს ყველაზე ხშირია და ამაში მძიმე მეტალების ჩალაგება მთავარი მიზეზია. ჩემმა პაციენტებმა იციან, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს, მძიმე მეტალების არსებობის და ზეწოლის პროცესს უპირველესად ვაკვირდები. ამ დაკვირვებას ბოლომდე ვაგრძელებ. საერთოდ, ხშირად პაციენტები სულ ვერ ხვდებიან, რა განცდებს, აზროვნებას, დაკვირვებებს , ახდენენ მათზე ის ექიმები, რომლებიც მექანიზმების გაანალიზების ფონზე განიხილავენ მათ დაავადებებს. რამდენ თავის სასიცოცხლო დროს უთმობენ მათ. პრობლემების ეს სასიკვდილო ქსელი არ იქნებოდა, მეტი ყურადღება და კონტროლი რომ იყოს თავიდანვე———თირკმელზედა ჯირკვლის. მაგალითად, 140 მდე ხშირად აწეული წნევის მიზეზი, დაზიანებული თირკმელზედა ჯირკვალია, რომელიც ვეღარ აკავებს ღვიძლისკენ მიმავალ ტოქსინებს .კიდევ გავიმეორებ, ფორმა შეიძლება არ შეიცვალოს ამ ჯირკვალმა რადიოლოგიურ კვლევაზე. ის ჰორმონების მაკონტროლებელია და აუცილებლად იქნება ჰორმონულ სისტემაში დარღვევები .არასოდეს სახსრის დაავადება არ მორჩება, თუ დაავადებული თირკმელზედა ჯირკვალი ვერ შეაჩერებს გარემოდან ორგანიზმზე მძიმე მეტალების მავნე ზეწოლებს. ასევე ეს ეხება კიდევ ბევრ დაავადებას.
9—–ხშირად ვამბობ, ნუ გაიუბრალოებთ ——–ქრონიკულ ნევრიტებს, რადიკულიტებს, კისრის ტკივილებს. ნუ ჩასვამთ მათ, მარტო ოსტეოქონდროზის დიაგნოზში .ნუ დარჩებით უსახური დიკლოფენაკების ფუჭ იმედზე. ქრონიკული რადიკულიტი, კუნთის ქსოვილის თანდათან კვდომაა. ასევე ის, ზურგის ტვინის დიდი პრობლემაა. კუნთის ქსოვილი თანდათან რომ იშლება და კვდება, დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქციების შედეგად, მუდმივად გამოყოფს არასაჭირო , ტოქსიურ მიოგლობინს. ის კი ქრონიკულად წამლავს თირკმლებს ღვიძლს, ტვინს, თვალებს.
10—ნებისმიერი ძლიერი შემცივნება, ეს პარალელურა დ—– პანკრეატიტია, შესაბამის დონეზე განმოხატული. თუნდაც ეს იყოს ან ვირუსის დროს ან კვებითი ინტოქსიკაციის დროს ან სხვა შემთხვევებში. კბილს რომ კბილზე ურტყამ, ეს უკვე პარალელურად კლასიკური პანკრეატიტია. პანკრეასი———-სამყაროს მოდგმის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარისხის მთავარი გადამწყვეტი და დირიჟორი ——ეს პატარა კაცუნა; საუკუნის მთავარი მკვლელია თავისი ძლევამოსილი უფლებებით. მასზეა დაყრდნობილი ადამიანის სრული მეტაბოლიზმი. როგორც შეაფასებს ექიმი მოცემულ მომენტში პანკრეასის გადახრებს და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების შესაძლებლობებს ,ისე წარიმართება ადამიანის სიცოცხლის ხარისხი. მაგრამ დასამალიც არ არის, ხშირად მისი მთავარი მავნეობების დანახვა ვერ ხდება. ისევ გავმეორებ ადამიანების სიცოცხლისათვის იმას, რაც ბევრჯერ მითქვამს. ეს ძალიან დრომოჭმულია, როცა პანკრეატიტის შეფასება ხდება ,მხოლოდ, სარტყელისებური ძლიერი ტკივილით. ყველა ყბაყურაგადატანილ ბავშვს ქრონიკული, ატიპური, უსიმპტომო პანკრეატიტი აქვს. თუმცა, ნებისმიერი კარგი პედიატრი უსიმპტომოსაც ვერ იტყოდა. ნებისმიერი დაავადების დროს, პანკრეასის მუშაობა უნდა გავაანალიზოთ. ამის გაუთვალსწინებლობა, დაავადებების არასრულფასოვან მკურნალობას ნიშნავს. ეს რომ ხშირად არ ხდება, ამის მაგალითები, განგრენამდე ან ინსულტამდე მისული დიაბეტის შემთხვევების მოყვანაც კი საკმარისია. ასევე, ყველაზე ხშირი მაგალითია, კუჭ-ნაწლავის სიმპტომებით ,მთელი ცხოვრების მანძილზე დაჩაგრული ადამიანები, რომელთა დანიშნულებებში ხშირად ვერ იპოვი მთავარ მიზეზებზე აქცენტირებას. ისევ გავიმეორებ რაც ხშირად მითქვამს და ეს მსოფლიო კლასიკური მედიცინის სტანდარტია———– ანალიზურად -პანკრეასის ფერმენტების ნორმაში ყოფნა, არ ნიშნავს, რომ ამ ორგანოს დაზიანება ან გამწვავება არ არის. ისინი მხოლოდ იცვლებიან განსაკუთრებული ,იშვიათი შემთხვევების და ვარიანტების დროს. ასევე სხვადასხვა ორგანოს კიბოს ზოგ სტადიაზე. მხოლოდ პანკრეასის ფერმენტების დარღვეული ანალიზით, პანკრეასის მდგომარეობის შეფასება, შემფასებლის არასრულფასოვან ცოდნაზე მიანიშნებს. პანკრეასი სამყაროსავით ამოუცნობია. მაგრამ, ყველა განვითარებული ექიმი, მის კვალს ყოველთვის გრძნობს. მითუმეტეს, რომ მისი პრობლემის ამოცნობის უამრავი ნიშანი არსებობს და არ უნდა ჩავკონცენტრირდეთ, მარტო შაბლონურად დახავსებულ—- სარტყელისებულ ტკივილზე. პანკრეასის ნერვული წნულის სიგნალები ს გამოხატულება, სხვადასხვა ,თუნდაც, ნაზი ჩივილების სახით, მთელი სამყაროს ზემოქმედების ანარეკლია ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე.
11—–ოფლიანობის მიზეზებზე რამდენიმეჯერ დეტალურად ვისაუბრე. აუცილებელია შეხსენება. რადგან, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის ბევრი კვლევა და პრაქტიკაც გვიდასტურებს , ამ ჩივილით გამოხატულ უმძიმეს , სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს. თუ წინა საუკუნის მედიცინა, ამ სიმპტომის დროს, უპირვესლესად და მეტ წილში ტუბერკულოზზე ფიქრობდა, დღეს.თანამედროვე სტანდარტებით, ოფლიანობის მიზეზებში, სტატისტიკურად ყველაზე დიდი წილი დაიმკვიდრა ღვიძლის ციროზმა. თანამედროვე ეპოქაში დაავადებებმა, გამოხატვის ფორმები შეცვალეს. ციროზს ისე შეიძლება ატარებდეს ადამიანი, რამე ფორმის სახით, რომ ანალიზურადაც არ გამოვლინდეს და თანამედროვე მეთოდებში და სტანდარტებში ვერგარკვეულმა, მას შეიძლება ნევროზის დიაგნოზი დაუსვას. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არც თუ ცოტაა .ადამიანების თანამედროვე კონტაქტები სამყაროსთან ქიმიური დომინანტობით გამოირჩევა. შესაბამისად, დაავადებების გამოხატულება შეცვლილი ფორმებით აა. ამ ეპოქის მედიცინის დიდი პრობლემა დაავადებების ზუსტად ვერგამოცნობაა და ზერელე, არაუჯრედულ დონეზე მკურნალობაა. ზუსტად ეს არის გახშირებული , ნაადრევი სიკვდილობების მიზეზი. რეალური მკურნალობა ქსოვილის უჯრედის რეგენერაციი ს ეტაპებს მოიცავს . ადამიანის სიცოცხლისთვის , ოფლიანობის ზუსტი მიზეზი ბოლომდე უნდა დადგინდეს. ასევე ხშირია, ოფლიანობის მიზეზის დროს, რამდენიმე დაავადების, თუნდაც—– ორის მიზეზობრივი არსებობა.
12——– პარაზიტები დიდი კლასია. პარაზიტების კლასის, განსაკუთრებით-ჭიების ბიოქიმიურ ბუნებას, ბოლომდე რომ შეისწავლის მედიცინა, კიბოს რიცხვი ნამდვილად შემცირდება. პარაზიტების მექანიზმების გააზრება , სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დრომოჭმული , დახავსებული ხერხებით ხდება და ეს ნამდვილად შესაცვლელია. მეთოდებს რომლებსაც შეუძლია, პარაზიტების რეალური მოცილება, მათვე შეუძლიათ კიბოს უჯრედების გამოძევებაც. ორგანიზმში საცხოვრებლად დამკვიდრებული პარაზიტები, ისევე ძნელი გამოსაყვანია, როგორც კიბოს უჯრედები. ამიტომ არის, რომ ის ნატურალური მედიკამენტები ,რომლებიც მაგალითად, ამერიკული მედიცინის ონკოლოგიის ვარსკვლავებად ითვლებიან, ასევე გამოიყენებიან სხვადასხვა დაავადებების და მათ შორის პარაზიტების მკურნალობისას. მაგრამ, საჭიროა დოზის და დროის სწორი შერჩევა. რადგან, საქმე ცოცხალ არსებებთან გვაქვს. ბევრჯერ განვმარტე უკვე , ეს—— სამყაროს დადგენილი ჭეშმარიტება. მათი მთავარი———-სიცოცხლის გამახანგრძლივებელი, კიბოს უჯრედების გამომძევებელი და დაავადებების მომრჩენი ფუნქცია, დამყარებულია შემდეგზე——– ისინი შედიან კიბოს უჯრედების არეალში და ფიტავენ მათ უარყოფით ენერგეტიკას. უარყოფითი ბიოველის სიჭარბის გარეშე უჯრედი არ დაზიანდება. ეს მედიკამენტები, რომლებსაც ამ დროს ვიყენებთ, არ აზიანებენ არცერთ ჯანმრთელ უჯრედებს. დაავადებული ქსოვილების მიდამოში, ისინი განმუხტავენ უარყოფით ენერგეტიკას . როგორც კიბოს უჯრედები, ისე პარაზიტები, დამზიანებლად და მკვლელებად, მხოლოდ უარ ყოფითი ენერგეტიკის მიდამოში იწყებენ მოქმედებას. ჭია არ დაისადგურებს იმ ქსოვილში, რომელიც დაზიანებული არ არის და შედეგად გამორთული არ არის დადებიტი მუხტების სასიგნალო სისტემიდან. არასწორად დანიშნული ჭიის პრეპარატები, ისევე როგორც სრული იმუნური უმწიფრობისას ქიმიოთერაპიის ჩატარება კიბოს დროს, აზიანებენ ცოცხალ, ჯანმრთელ უჯრედებსაც. ეს მცენარეული მედიკამენტები რომლებიც სასიცოცხლო ენერგიებს ქმნიან, უარყოფითი ენერგეტიკის გამოძევებით, შეიცავენ ამ შესაძლებლობის მქონე ნივთიერებებს. მათ შორის ისინი შეიცავენ———ალიცინებსაც. მოგეხსენებათ, ნიორის სასწაულმოქმედობა ალიცინებზეა დამყარებული. ამ მედიკამენტების დასახელება მიზანშეწონილი იმიტომ არ არის საზოგადოდ, რომ მათი დანიშნვის ზუსტი ფიზიოლოგიური ვითარება უნდა იყოს ცნობილი,რაც ინდივიდუალურ, ,ირად პაციენტზეა მხოლოდ შესაძლებელი. რადგან , პირადმა ექიმმა, მისი ფიზიოლოგიის ყველა დეტალი იცის. საერთოდ, ყველა დაავადების მორჩენაში ეს მექანიზმია წამყვანი .უარყოფითი ენერგეტიკის გაფანტვაზე ა უპირველესად ორიენტირებული , ყველა სწორად შერჩეული მედიკამენტი. ეს რთული და ვრცელი თემაა. რომელიც ცალკე დეტალურად მაქვს განხილული. მაგალითად, თუ უყვირებთ ბავშვს და ძალით დაალევინებთ რომელიმე წამალს , მას ის არც კი შეერგება. გარდაცვლილი საყვარელი ახლობლის კუბოსთან ძალით გაჩერებული ბავშვის ორგანიზმში, თუნდაც 30 წლის შემდეგ , აუცილებლად დაიწყება ჰორმონული რღვევა ან ნევროზის ან დეპრესიის ან პანიკური შეტევების ან რამე დაავადები ს ახით. რადგან, მას იძულებით დაუმკვიდრეს უარყოფითი ენერგეტიკა. ამის კლასიკური მაგალითები უამრავია. ადამიანი ანატომიურად და ფიზიოლოგიურად მანამდე არ დაზიანდება, სანამ მისი ფისიქოლოგიური ცნობიერება არ გაიბზარება და უარყოფითი ენერგეტიკა ბიოქიმიაში მავნე ჩარევას არ დაიწყებს. გულწრფელი წესიერი და კეთილი ადამიანები შემოიკრიბეთ. ისინი კოსმოსურ, სასიცოცხლო, დადებით ენერგიას გაწვდიან. ბოღმიანი და შურიანი ადამიანი ენერგოვამპირია და ის, შენი სასიცოცხლო , დადებითი ენერგიის ბოლომდე ამოხვრეპას მუდმივად ცდილობს. გფიტავს დადებიითი ენერგიისგან და თანდათან გაავადებს და განადგურებს. მადლიერების და გულწრფელობის , გაცემაც და მიღებაც, რომლებსაც კარგად აღზრდილი ადამიანებისგან ითვისებთ , ყველა მედიკამენტზე უფრო შედეგიანია.
13——-ადრე ეს განვიხილე და ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, აუცილებელია გავიმეორო. მედიცინის მეცნიერების დიდი ხნის ცნობილი ჭეშმარიტებაა და უამრავი სამედიცინო ფაქტი და ისტორია ამას ადასტურებს. მაგრამ, ძალიან სამწუხაროდ, ეს მაინც არ ყოფილა დანერგილი მედიცინის მასიურ ფსიქიკაში. სველი პლევრიტის, უპირობო, გარანტირებული მომავალია——–1—– ან ღვიძლის ციროზი 2—-ან ტუბერკულოზი 3- ან ფილტვის კიბო. სხვა შედეგის შანსი არ არის, იმ შემთხვევაში, თუ ფილტვის ქსოვილის აკადემიური აღდგენა არ მოხდა და მხოლოდ ანტიბიოტიკის იმედზეა ადამიანი. ფილტვის ქსოვილის რეალური აღდგენა და გადარჩენა, ანთების ეგრედწოდებული მორჩენის შემდეგ უნდა მოხდეს. თუ ჰისტოლოგიურ დონეზე, ფილტვის ქსოვილი ნორმას არ დაუბრუნდა, ეს ფილტვის ანთება და მისგან გართულებული პლევრიტი მორჩენილი არ არის. ამის განხორციელება უიაფესი, მარტივი მედიკამენტებით და შესაბამისი ფიზიკური მეთოდებითაცაა შესაძლებელი. ოღონდ ექიმი უნდა იყოს გამოცდილი და პაციენტმა მას ბოლომდე დაუჯეროს. დისკომფორტის გამო ადამიანები გამოხატული პლევრიტებით ექიმთან ხვდებიან .მაგრამ, მსუბუქი ფორმის დროს, ის, გამოუცდელი, მცირე პრაქტიკის მქონე ექიმისთვის შეუმჩნეველია და ადამიანის ფილტვის ჩუმი დამზიანებელი ხდება .როგორც დღეს ბევრი აკეთებს——-სხვისი დაწერილის ამოკითხვა და გამეორება ყველას შეუძლია. მათ შორის არაექიმსაც. მედიცინა სამყაროს ამოცნობის უდიდესი ხელოვნებაა. მის გააზრებას დიდ ცოდნასთან ერთად, თანდაყოლილი უძლიერესი ინტუიციური ალღო და ბევრი, საკუთარ მოღვაწეობაზე გამოცდილი , პრაქტიკული მაგალითის გაანალიზება სჭირდება. სწორედ ეს ,ბევრისთვის შეუმჩნეველი, საშუალო და მსუბუქი ფორმები ხდებიან ადამიანების ბოლომდე დამზიანებლები. ისინი ბევრისთვის შეუმჩნეველია და თანდათან ახდენენ უჯრედების დაზიანებას და ფილტვის გადაგვარებას. კიბოს და სხვადასხვა დაავადებების გამომწვევები ცოცხალი ორგანიზმებია. მედიცინის ტექნიკურ განვითარებათან ერთად, მათ, ორგანიზმში დამალვის მეთოდები გამოიმუშავეს. ადამიანს შეიძლება კიბო ჰქონდეს და რადიოლოგიურ კვლევაზე არ ჩანდეს. მაგრამ, ის რაღაც სიმპტომით მაინც ავლენს თავს. მაღალი სტანდარტის ექიმები უამრავი ატიპური გამოვლინების ვარიანტებს ცნობენ. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ღიად ხდება პრეზენტირება დაავადებების, ძველი პრიმიტიული აღქმების.
14- სულ ახალგაზრდა რომ იყოთ, ჰორმონების მდგომარეობა უნდა გაიკონტროლოთ. ადამიანი სიფუმფულეს და ახალგაზრდულ ვიდს რომ დაკარგავს და უკვე ასაკოვნად და დამჭკნარად გამოიყურება, ეს განსაკუთრებით, კორტიზოლის ცვლის მოშლაა. თუ ექიმი კორტიზოლის მდგომარეობას და მის ცვლებს ზუსტად გააკონტროლებს ან თუნდაც ამაზე შესაბამის ინდივიდუალურ მითითებებს მოგცემს, სულ ახალგაზრდა ვიზუალი გექნებათ და ჯანმრთელდაც იქნებით. კორტიზოლი ყველაზე მეტად განსაზღვრავს, ადამიანი 30 წლის ასაკშიც რომ ბებრულად გამოიყურება ან 80 წლის ასაკში რომ საოცრად მომხიბვლელი და სპორტულია. ასაკი მხოლოდ სოციალური ციფრები და პირადობის ფურცლის ნაგლეჯია. ვიზუალური სტატუსი ჯანსაღი მიდგომებით უნდა შექმნათ .ასაკს ციფრებით, მხოლოდ ჩამორჩენილი ადამიანები ზომავენ. სიცოცხლე 100 წლის ასაკშიც შთამბეჭდავი და საინტერესო უნდა იყოს. მხოლოდ დაბალი დონის საზოგადოებაში ასდის ლობიოს სუნი ხანდაზმულ ადამიანს . ღმერთმა ადამიანს სიცოცხლის განუსაზღვრელი უფლება მისცა. მედიცინის სტანდარტით ძვალი 27 წლიდან უკვე ბერდება. როგორც ჯანსაღადაც იცხოვრებთ, ისე შენარჩუნდება ახალგაზრდობა. დღეს ამდენი დაავადება იმიტომ არის, რომ მათ ყველას კორტიზოლის ცვლა მოშლილი აქვთ. ამაზე აქცენტირება კი ხშირად არ ხდება. კორტიზოლი ბატონობს შინაგან ორგანოებს, ჰორმონებს და შესაბამისად უამრავ დაავადებას. მისი აღქმა, რომ იყოს და სწორი მართვა, ადამიანების სასიცოცხლო თუ ყოფითი პრობლემები მინიმუმზე იქნებოდა. ხშირად მივუთითებ ამაზე. ახლა მხოლოდ ერთ მაგალითს ვიტყვი—— წლამდე ბავშვი ,რომელსაც წონის მატების პრობლემა აქვს და თანამედროვე, ატიპური რაქიტისგან იტანჯება , რომლიც ხშირად დიაგნოზშიც არა აქვს გამოტანილი —— ეს არის კორტიზოლის ცვლის დეგრადირების კლასიკური მაგალითი. თუ ამ ცვლის გამოსწორება არ მოხდება, მთელი ცხოვრება ექნება მას მეტაბოლიზმის მოშლა .
15——ზაფხულია და ხელის კარგად დაბანის მინიშვნელობა მაქსიმუმ ნიშნულს აღწევს. ეპიდემიოლოგიის მთავარი პრინციპები სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს. ოღონდ მთელი სიზუსტით და არა მოვალეობის მოხდის მიზნით. რადგან , ეს სასიცოცხლოა. მითუმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ, აგრესიული დავა იყო ადამიანებს შორის, რომელთა ნაწილი ზეჭარბი ადრენალინის ფრქვევით ამტკიცებდა , რომ ვინმე უცნობი ადამიანის გალოკილი კოვზით ,ეკლესიაში კოვიდი თავის ჩვილ ბავშვს არ გადაედებოდა და არც მღვდელი მოკვდებოდა კოვიდით. რეალობაში კი, იმ უცნობ ადამიანებს სისხლში, ადვილად შეიძლებოდა—- შიდსის ან რომელიმე ვენერიული დაავადების გადამტანი ჰქონოდათ. როცა ნერწყვით, არა თუ მარტო ესენი გადაგედება , რაც ახლა აქვთ ; არამედ იმ უცნობი ადამიანებისგან , კოვზის მორიგ გამლოკავებზე, ამ უცნობების ზედა გენეტიკებში არსებული დაავადებების გამომწვევები გადაიტანება დეენემის საშუალებით. რომელიც მის გალოკილ კოვზს ზედ შერჩება. ნორმალური მენტალობის მორწუნეს უნდა ესმოდეს, რომ ღმერთი მიკრობს ვერ აგაცილებს. ის გაძლევს ჭკუას, რომ მიკრობის აცილების გზები გაიაზრო. საერთოდ, ნორმალური მენტალობის ადამიანმ ა, ი მაზე არ უნდა ილაპარაკო და მითუმეტეს ამტკიცო, რაც მეცნიერულად შესწავლილი არ გაქვს.
16——-ადამიანი ყველაზე მეტ მინერალებს იღებს———-ზღვის პროდუქტებისგან და ბოსტნეულისგან.
17-ხშირად ვამბობ, იოდის სწორად ათვისებაზეა დამოკიდებული ათასობით დაავადების აცილება. ამისთვის იოდის ცვლის მექანიზმების თანმხლები ყველა ნივთიერების ცვლა ფიზიოლოგიურად ნორმებში უნდა მიმდინარეობდეს. მარტო, იოდის შემცველი წამლის მიღება პრობლემებს ვერ ხსნის. ადამიანი ფარისებრ ჯირკვალზე ,მაინც შეიძლება საოპერაციო გახდეს.მარტო იოდის შემცველი წამლის მიღება არ ნიშნავს შედეგის მიღწევას .პირიქით, შეიძლება ფარული ინტოქსიკაციები განვითარდეს და უპირველესად გული დაზიანდეს. ასეთი ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. პროდუქტების მწირი დასახელება სტანდარტი გახდა ზოგ შემთხვევაში, რომ იოდს შეივსებ, ძირითადად, შპროტით და ფეიხოათ. ამის საწინააღმდეგოდ, იოდის შემცველი რეალური საკვების ჩამონათვალი ხშირად გამომიქვეყნებია. მსოფლიო მედიცინა ყოველდღე წინ მიდის და უამრავი ცდების და კვლევების საფუძველზე დაყრდნობით ბევრი რამ უფრო კონკრეტდება. ნუტრიციოლოგიური კვლევების შედეგად დღეს იოდის სიჭარბეში და შესაბამისად, ჩიყვების და სხვა დაავდებების პროფილაქტიკაში, პრიორიტეტულია შემდეგი ჩამონათვალი, რომელთაგან ზოგს ადრეც აქტიურად გამოვიყენებდით. იოდის ცვლა თუ ფიზიოლოგიურ ნორმაში არ მიდის, ადამიანებს უამრავი დაავადება ემართებათ. თითქმის ყველა დაავადების, ერთ-ერთი მიზეზობრივი მექნიზმი იოდის მოშლილი ცვლაა. განსაკუთრებით ფსიქო-ნევროლოგიური დაავადებების. ყველაზ ე მეტი იოდი ბოლო სამეცნიერო ნუტრიციული მონაცემებით არის- ამ პროდუქტებში ——-ზღვის კელპი, კომბუკელპი, ვაკამე და ნორი. იმდენად მაღალი შემცველობა აქვს ამათში იოდს, რომ ესენი არა თუ წამლის ფორმით, არამედ საკვების ფორმითაც კი, ექიმის კონტროლის გარეშე არ ინიშნება. მაღალი სტანდარტის ენდოკრინოლოგი აუცილებლად დაგინიშნავთ და დაგირეგულირებთ მათ, თუნდაც საკვებად მისაღებ დოზებს. ესენი ძირითადად წყალმცენარეებია. საერთოდ, წყალმცენარეები შეიცავენ მეტ ——-იოდს, კალციუმს, ფოსფორს, ა ვიტამინს და დე ვიტამინს. ისინი ახდენენ ბე 12 ის ჯანმრთელი ცვლის და შემცველობის რეგულირებას. ანუ აჯანსაღებენ ღვიძლს და პანკრეასს და არა მარტო ამათ. უპირველესად კი- სისხლს . ბე 12ის ნაკლებობა ან ზეჭარბი მატება, უფრო ხშირად, დაზიანებული ღვიძლის ან კიბოს მომატებული რისკების დროს ხდება. ვაკამე —–ჩინეთსა და კორეაში ხარობს უფრო. სისხლს და სისხლძარღვებს ყველაზე მეტად წმენდს. კანსა და თმას აჯანსაღებს, რადგან იშვიათ ამინომჟავებს შეიცავს. დიდი ხანია მკურნალობაში, მე მხოლოდ ვეგანურ კელპს ვიყენებ. რადგან ქიმიური სახით უშედეგოა. ნორიც წყალმცენარეა. ევროპაში სუშის სახეობა უფრო ძვირია , თუ ნორს შეიცავს. განსაკუთრებით, ნორის მიღება არ შეიძლება საჭმელადაც კი, თუ ექიმი არ დანიშნავს და დოზირებას არ მიუთითებს. რადგან ბევრ იოდს შეიცავს. ბევრჯერ მითქვამს, ფარისებრის ცვლას ვერ გააუმჯობესებ ,თუ სელენის ფიზიოლოგიას არ აკვირდები და არ აკონტროლებ. სელენი ღვიძლს ეხმარება აწარმოოს გლუტათიონი. გლუტათიონის დარღვევის დროს, ფარისებრი არცერთი მკურნალობით არ გაუმჯობესდება. ადამიანი თუ იმ ანალიზებს არ იკონტროლებს, რომლებიც გლუტათიონის ცვლის შემფასებელია, ის თავის ჩიყვს სწორად ვერ მართავს. ასევე კრიტიკული მნიშვნელობისაა, ამ დროს სელენის ცვლები. მძიმე მეტალებისგან წყალმცენარეები მაშინ წმენდენ ორგანიზმს, როცა სელენის ცვლა ნორმას მიახლოებული მაინცაა. ცვლას ვამბობ და არა მარტო სელენის რიცხვს. მაგალითად, ღვიძლის სიმსივნის დიდი რისკის მქონე ადამიანებს, ხშირად, სელენი მომატებული აქვთ ნორმის ზევით. ყველაფერი კომპლექსში მუშაობს. სელენი და იოდის ცვლა თუ არ არის დარღვეული არც ფარისებრის კიბო იქნება და არც პროსტატის კიბო კაცებში. ასევე ,არ იქნება ძალიან ბევრი სახის კიბო. სელენზე ბევრჯერ მისაუბრია. ის მეტი არის——-ბრაზილიურ კაკალში, თუნაში, სარდინში , ხორცში და ღვიძლში. იოდის და სელენის ნორმის გარეშე კუნთის ცილები იშლება. ამ გადაკვეთაზე , კიდევ ერთხელ, არ შეიძლება არ ავღნიშნო მთავარი სასიცოცხლო მომენტი. ესაა დღევანდელობის ურთულესი პრობლემა. ანუ როცა ადამიანმა რეალურად არ იცის რა სჭირს. არ უხსნიან მას . ამიტომ ,სასიცოცხლო რისკებს ვერ არიქვამს და ბოლო სტადიაში მისულ დაავადებების და ვასკულიტურად დეგრადირებული სისხლძარღვების მორჩენა უნდა ერთი კურსით. მაგალითად, ადამიანებს ჰგონიათ, თუ მათ ფარისებრის კიბო აქვთ და ჯირკვალი ამოიკვეთეს, უკვე ამ პრობლემისგან თავისუფალი არიან. სიცოცხლეები კი მალე იცრიცება, ოპერაციიშემდგომი საჭირო აღდგენითი ღონისძიებების დაუცველობის გამო. ბრძოლა მეტი სიცოცხლისათვის ამ ოპერაციის შემდეგ იწყება. ოპერაციის შემდეგ ზედმეტი ტოქსინების ზეწოლა მცირდება. მაგრამ, ორგანული უკმარისობები უფრო ღრმავდება, რადგან ორგანოს ნაკლებობა იმუნიტეტის კვდომაა.
18——-შეშუპება აქ ძალიან დეტალურად განვიხილე, ყველა თავისი ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მექანიზმებით და მიზეზებით . უმოკლესად ავღწერ, მსოფლიო მედიცინის ახალი კრიტერიუმების მიხედვით, იმას რაც ბევრის პრობლემაა. უამრავჯერ დავაფიქსირე და დიდი ხანია ავღნიშნავ ,რომ გულსისხლძრღვთა უკმარისობის მექანიზმში უპირველესი და წამყვანია პანკრეასის და კუჭ-ნაწლავის ფემენტების დეფიციტი. ამის გათვალისწინების გარეშე, ადამიანები სიცოცხლისკენ ვერ წამოვიდოდნენ კრიტიკული შეტევების დროს. თანამედროვე ევროპული კვლევები ზუსტი დასტურია ამის. თანამედროვე, მსოფლიო კლასიკური მედიცინის მიხედვით, ყველანაირი შეშუპების საფუძველია —– პიტინგ ედემა ანუ ვენების შეშუპება. თუნდაც მცირე შეშუპება თვალთან ან კოჭთან , ერთხელაც თუ გქონიათ——- ვენური სისტემა პრობლემაშია. დაბუჟება, წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ერთ არეალშია. მიხარია, რომ მსოფლიო მედიცინაში დამტკიცდა ის ,უკიდურესად სასიცოცხლო სინდრომი რასაც დიდი ხანია ავღწერ. ანუ——————— მუცლის შებერილობა ვენების შეშუპების და გულის მწვავე უკმარისობის კლასიკური ნიშანია. მუცლის შებერილობის მიზეზში——— პარაზიტებიცაა, ღვიძლის ფუნქციების უკმარისობაცაა, მაგრამ, ის არ არსებობს———— ვენური უკმარისობის, გულის უკმარისობის და ვენის შეშუპების გარეშე. ეს უნდა გაიაზროს უფრო ახალგაზრდა ექიმებმა, რომ ამით, ძალიან ბევრი მოახლოებული სიკვდილები დროში გადაავადონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ადამიანის სიცოცხლისათვის .ანუ საუბარია იმაზე, რომ , თითქმის მასიურად, აქამდე მუცლის შებერვას, მარტო ნაწლავებს რომ აბრალებდნენ და სიცოცხლისათვის საშიშად არ მიაჩნდათ. ანთებად ვენაში სითხე კავდება და ვერ გამოდის. შეშუპებული კანი, არა მარტო კოჭთან , არამედ მთელს ორგანიზმზე, თუნდაც თვალთან , წამყვანი ალერგია იქნება თუ სხვა რამ, ყოველთვის ვენური უკმარისობის გამოხატულებაა. ვენური უკმარისობის კლასიკური ნიშანია ასევე , ბევრისთვის აუხსნელი ხველება. თუმცა ყველა ხველის ტიპი ახსნას ექვემდებარება და მას კონკტერეტული მიზეზი აქვს. სხვა სტატიაში ადრე ავხსენი გახანგრძლივებული, მშრალი ხველის მიზეზი, რომელსაც ალერგიას მიაწერენ .90 პროცენტში ის არის ფილტვის არტერიაში დიდი ზომის თრომბი. ვენური უკმარისობის ნიშანია ასევე, პერიოდული გულმკერდის ტკივილი. ჭამის შემდეგ მუცლის შებერვა როცა არის, პარაზიტების, ფერმენტების დეფიციტის , ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის და ვენური და გულის უკმარისობის ფონია . იმ მომენტში სიცოცხლისათ ვის საშიშ ვითარებას ქმნის ვენების შეშუპება, რაც ავითარებს სწრაფ გულსისძარღვთა უკმარისობას და უამრავჯერ ყოფილა სიკვდილის მიზეზი. ამ დროს სიცოცხლის გარანტირებული დამხმარეებია——– ჩქარი პულსის დარეგულირება; ნაწლავების გათავისუფლება ფერმენტების დამატებით და გულის უკმარისობის დინამიკაში კონტროლი. ხოლო გრძელ დისტანციაზე —– ვენური პრობლემების რეგულირება. ეს მწვავდება თუ გადაჭარბებული რაოდენობის საკვები მიიღო ადამიანმა. მითუმეტეს იმ ადამიანმა, რომელსაც ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის პრობლემა აქვს. ვენური შეშუპების და ტაქიკარდიის ფონზე , შეიძლება მეხუთე ლუკმაც სასიკვდილო იყოს.. პრობლემის გაუმჯობესებამდე , ერიდეთ ღამე ჭამას და მიიღეტ ცოტა და თხიერი საკვები. ეს უფრო ხდება,როცა კვებშსი მეტად არის——-ბანანი, ღომი, მჭადი და საერთოდ არათხიერი საკვების ტიპები. კ უჭ-ნაწლავის ფერმენტების ნაკლებობის გამო, ასეტი ტიპის საკვები ს პერისტალტიკა დაყოვნებულია. რაც გვიან თავისუფლდება ნაწლავები, მით მეტია, არა მარტო ვენების და გულის პრობლემები არამედ სხვა დაავადებებიც. გადაუტვირთავი ნაწლავები მეტად გარანტირებული სიცოცხლეა. ვისაც უნახია რეანიმაციებში, მიუხედავად სწორი დახმარებისა, როცა მკურნალობა დაგვიანებული იყო და შეუქცევადი პროცესები განვითარდა———როგორ კვდებიან პატარა ბავშვები. შეუქცევადი პროცესის ბოლო აკორდის დროს, როცა სიკვდილი სტატუსდება, მათი მუცელი უზომოდ იზრდება ზომაში. ანუ შეიბერება დიდზე. თუ თქვენ შებერილი მუცლის პერიოდული სამედიცინო სინდრომი აღგენიშნებათ, ეს ნიშნავს , რომ მუდმივად დაატარებთ სიკვდილის გამომწვევ ფაქტორს , თავისი , გულის უკმარისობის გარკვეული ხარისხით და ვენური შეშუპებ—–შეგუბებით. ამაზე მკვეთრი გამაფრთხილებელი, რა ცნობა უნდა მოგცეს სამყარომ და ორგანიზმმა. ტკბილი სიტყვები კარგია, მაგრამ აკადემიური გაფრთხილება ექიმისგან უფრო კარგი და სასიცოცხლოა. ანუ ასეთ შემთხვევაში——პარაზიტებიცაა, ღვიძლის ბევრი ფუნქციის მოშლაა და რაც მთავარია გულის უკმარისობაა რაღაც ხარისხში . ფონად კი ვენური შეშუპებაა. საერთოდ, ნებისმიერ , თუნდაც სახეზე პატარა შეშუპებას, თუ სამეცნიერო დონეზე შევხედავთ რეალურად და არ გავაუბრალოებთ, შემთხვევით სახეზე წაცხებული ნახშირის ან ტორტის კრემის რანგში, უფრო მეტი სიცოცხლის შანსი იქნება. ამის გამოსწორება და გულის უკმარისობის ხარისხის გაზრდის პროფილაქტიკა ნამდვილად შესაძლებელია. სწორედ ამის შედეგია უეცარი სიკვდილები. რომლებიც ყველაზე ხშირად ,ეგრედწოდებულ კარგად გამძღარზე ხდება.
19—-ტვინის უჯრედები და კიბოს უჯრედები ჰისტოლოგიურად, ფორმით იდენტური არიან. ამის გამო ტვინის ხაზით შემოსული სიმსივნეები რადიოლოგიურადაც შეუმჩნეველია პირველ წლებში. ამიტომ, ანალიზების სწორ წაკითხვას უდიდსი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისათვის.
20——ანალიზების გაშიფრვისას, შედედების დროის გახანგრძლივებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, .ეს ნიშნავს რომ ფილოქინონი, რომელზეც ადრე დეტალურად გესაუბრეთ——–დაქვეითებულია. ფილოქინონის გარეშე პროტეინ ცე პარალიზებულია და ვერ მოქმედებს. პროტეინ ცეს გარეშე კი თრომბი უსწრაფესად ყალიბდება, სისხლი კი თხელდება. გამოუცდელს ჰგონია, რომ სისხლი როცა თხელია,მაშინ თრომბი აღარ არის. ამიტომ უკვირთ, როცა ადამიანი უეცარი სიკვდილით ან სხვა მდგომარეობით გარდაიცვლება და დედიმერი, ფიბრიბოგენი და პროთრომბინი კი ნორმა იყო . ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების დროის გახანგრძლივებას.
21——-კისრის ტკივილი, რომელსაც ძალიან ხშირად სამუდამოდ მიანიჭებენ მხოლოდ ოსტეოქონდროზის სტატუსს , უფრო საშიშია ვიდრე გგონიათ. უფრო მეტ შემთხვევაში——კისრის პერიოდული ტკივილის დროს ეს რეალური ვარიანტებია——-შუა ყურში ან ფილტვებში ინფექცია; ზურგის ტვინის კიბო. ეს მდგომარეობები ხან 20 წელი მიმდინარეობს ადამიანის იმუნიტეტის ხარჯვის ფონზე. მაგრამ ,ბოლოს მძიმედ გამოვლინდებიან. ყველა დაავადება რჩება, თუ დროულად გამოვავლენთ. ყველა მძიმე მდგომარეობის დროს არი ს დიდი სასიცოცხლო იმედი.
22—–ტუბერკულოზის უამრავი ფორმაა. 100ზე მეტიც კი. უნდა გამოვირეცხოთ ტვინებიდან ის მარაზმული შაბლონი , რომ ტუბი მარტო გამხდრებს ემართებათ. ყველა ორგანოს ტუბი არსებობს. ნებისმიერი ქრონიკული დავადების დროს ტუბი გამორიცხეთ. არითმიის დროსაც კი. მითუმეტეს სახსრების ქრონიკული პრობლემის დროს. ამას ძალიან ხ შირად ვიმეორებ, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევებია. მანტუს ტესტი არ მართლდება ყოველთვის. ყბის, ყურის, გულის და სხვა ორგანიების ტუბიც არსებობს.
23——-ისევ ქრონიკულ, პერიოდულ ტემპერატურებზე. ამ თემას ხშირად ვუბრუნდები, რადგან ძალიან საშიშია და იმუნიტეტის ძლიერი ხარჯვა და კრიტიკული დაქვეითება მიდის. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, თუ პერიოდული ქრონიკული სიცხეები გაქვთ, რომელზეც არაკომპეტენტური პირი სრულიად გულგრილად და მედიცინის აკადემიურობის სრული იგნორირებით ნევროზისკენ მიგითითებს. როგორც ხშირად გეუბნებით, ამის მიზეზეზებში ევროსტანდარტით 500მდე დაავადების ჩამონათვალია. კიდევ უფრო ხშირად რომელი 50 დაავადება იწვევს, ეს ერთ სტატიაში უკვე განვიხილე. თუ ჯერ კიდევ არ მისულხართ ხარისხიან სპეციალისტთან და სიცხეები გიგრძელდებათ, ინფექციურ განყოფილებებს დაუკავშირდით და რამდენიმე ინფექცია მაინც გამორიცხეთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქრონიკული სიცხეების მიზეზი არიან. ანუ ყველაზე გავრცელებული მიზეზები გამორიცხეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ სეროტონინის ანალიზიც აიღეთ. რადგან , არათუ გაქრონიკულებული სიცხე, არამედ სიცხის ყოველი პრეცენდენტი, თავისთავად შეიცავს მწვავე სეროტონინის სინდრომს. ისეთ სპეციალისტს მიმართეთ, რომელსაც სეროტონინის სინდრომზე დახმარება რეალურად შეუძლია. ანუ რომელსაც შეუძლია ტრიფტოფანის ცვლ ის, ყველა ,ბიოქიმურად მოშლილი ეტაპი დაარეგულიროს. ამ ორ ფაქტორს ქრონიკულ სიცხეებს და სეროტონინის სინდრომს, მსგავსება და გადაკვეთა აქვთ ტრიფტოფანის ცვლის დეგრადირებაში. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს სეროტინინის სინდრომიც და ქრონიკული სიცხეები, პირველი ეტაპი მორჩენისკენ გადალახულია, თუ ტრიფტოფანის მოშლილ ცვლას და მის შემადგენელ ყველა ბიოქიმურ რეაქციას დაარეგულირებთ. სიცხეები გაგრძელდება, რადგან მათი ადრე მოხსნა შეუძლებელია, ვინაიდან გარდა ტრიფტოფანისა, ბევრი ცვლაა კიდევ მოშლილი და მათ აღდგენას თავისი რეგენერაციული ეტაპების ვადები აქვს. ყველა ეს დარღვეული ბიოქიმია და ფიზიოლოგიური რეაქციები უნდა აღდგეს. სიცხეების გაქრონიკულება უკიდურესად საზიანოა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლის ხანგრძლივობას კვეცავს. ისევე როგორც სეროტონინის სინდრომის გახანგრძლივება ასევე უკიდურესად დამზიანებელია ორგანიზმისთვის. ორივე დროს ინტერლეიკინების , ციტოკინების და ლიმფოციტების გამალებული მსხვრევაა, რაც იმუნოლოგიურად სიცოცხლის ანტიპოდია . საბოლოოდ იმუნიტეტი , კნინდება, მცირდება. სეროტონინის სინდრომის მკურნალობა, რომელიც მხოლოდ, ყველა მაღალი სტანდარტის ექიმს შეუძლია, დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქრონიკული სიცხეების მავნე შდეგებისგან ორგანიზმის დასაცავად. ებშტეინ ბარის ვირუსიც, რომელიც მონონუკლეოზს და ქრონიკულ სიცხეებს იწვევს ხშირად, ასევე შეიძლება ინფექციურ განყოფილებაში გამორიცხოთ. მონონუკლეოზის შემდგომი სიცხეებიც ლიმფოციტების და სხვა იმუნური პარამეტრების უკიდურესი მსხვრევით მიდის და ანტისხეულები ვეღარ გამომუშავდება. არა თუ ყველა გახანგრძლივებული ტემპერატურის დროს, არამედ ნებისმიერი ტემპერატურის დროს, სეროტინინის სინდრომი თანამდევია. სხვადასხვა დაავადების დროს, ნებისმიერი აწეული სიცხე თავისთავად შეიცავს სეროტონინის სინდრომს. თუ სეროტონინის სინდრომი, ნაწლავების ეპილეფსიის სინდრომით მიდის და პერიოდული, ხანმოკლე კუჭის აშლით გამოიხატება, ამ შემთხვევაში მძლავრი იმუნური დაცემაა და ეს შეიძლება მომავალი სიმსივნის სიგნალი იყოს. თუმცა როგორც თანამედროვე მედიცინა ხსნის, ეს მომენტალური აშლილობები, ამ კონკრეტულ მომენტში კიბოსგან დროებით ხსნის ან მისი დროში გამოვლინების გადავადებაა .რადგან, ამ დროს ამ აშლით კიბოს მავნე რადიკალებისგან თავისუფლდება ორგანიზმი. ბუნებრივია, ამ დროს ძლიერი დიზბაქტერიოზია და ღვიზლის ბევრი ფუნქციაა დარღვეული. შეშუპების , თუნდაც მცირე გამოხატულებები, კიდევ უფრო მკვეთრი დასტურია ამ ყველაფრის. ვისაც შეუძლია სეროტონინის სინდრომის მექანიზმების ყველა ეტაპის გააზრება და მკურნალობა, მასვე შეუძლია ქრონიკული ტემპერატურის მორჩენა. მაგრამ, ეს იმუნიტეტის და საერთოდ სიცოცხლის გადარჩენის ხანგრძლივი და რთული გზაა ექიმის მიერ შესასრულებელი. ის ქიმიური საშუალებებიტ უფრო მალე მორჩება, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობის პრეცენდენტი ვერ შედგება. საერთოდ, ტემპერატურა მალე არ გაქრება. მთავარი იმუნიტეტის გადარჩენაა. ყველაფრის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ამიტომ , დროული სამედიცინო ჩარევის ღონისძიენბებით იმუნიტეტი უნდა დაიცვათ დაქვეითებისგან. ნუ გაატარებთ ქრონიკულ სიცხეებს უყურადღებოთ. ის ყოველი დღეს ,სიცოცხლის შემცირებაზე მუშაობს. მთავარი მიზეზები მაინც გამორიცხეთ, მათ შორის ბორელიოზიც. არა თუ გახანგრძლივებული ტემპერატურების დროს, ერთხელ, გაციების დროს აწული ტემპერატურის დროსაც ასევე ხდება იმუნური პარამეტრების დაზიანება. ნუ მიაგდებთ ორგანიზმს ბედის ანაბარა. იბრძოლეთ სიცოცხლისთვის. მედიცინის მეცნიერებაში, თითქმის ,ყველაფერი ახსნილია და საშველი ყოველთვის არის. ოღონდ საჭიროა გონიერება როგორც პაციენტის ისე ექიმის მხრიდან. ადამიანს თუ არ ესმის თავისი მდგომარეობის სირთულე, ის მიზანმიმართულ დახმარებასაც ვერ გაიაზრებს და არც მადლიერი იქნება. სიცხის აწევის მომენტში ვალერიანის ტაბლეტი მიიღეთ და ერთ ჭიქა წყალში გახსნილი ,კოჭას ფხვნილის ერთი ჩაის კოვზის მეოთხედი. სიცხის დროს ჰორმონები
გამძვინვარებულია და თრომბწარმოქმნა გაძლიერებული და დაჩქარებულია. უჯრედების იმუნური მსხვრევები კი , როგორც ავღნიშნე , სიცხის დროს პიკს აღწევს. ამ დროს ჰორმონული სისტემები ნეიროტრანსმიტერულ სიგნალებს ვეღარ ექვემდებარებიან და დამზიანებლად მოქმედებენ ადამიანზე. ეს კი იმუნიტეტს კიდევ უკან დახევს. ამიტომ არის მსოფლიო მედიცინის სტანდარტი, კოჭას მიღება, თუნდაც გაციების დროს სიცხისას. სიცხის დამწევის მიღებას, ამ დროს ექიმი ინდივიდუალურად ადგენს. თუ იცით, რომ მონონუკლეოზი გადაიტანეთ ან ებშტეინ ბარის ვირუსზე დადებითი გაქვთ, ასპირინის მიღება იკრძალება.
ექიმი მარინა ტოტოჩავა