პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან ამერიკის საელჩოზე გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.
“შემაშფოთებელი ეს ბოდვა კი არ არის, არამედ ქართული ოცნების მესიჯ-ბოქსია, რომლითაც ისინი ამ სიგიჟეს “მძიმე ფაქტებს” უწოდებენ და “გუნდში მსჯელობას” გვპირდებიან.
შემდეგი ნაბიჯი ელჩის გაწვევის მოთხოვნაა, რაც მიუხედავად ომისა, რუსეთსაც კი არ გაუკეთებია.
რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამიგია, მაგრამ პუტინზე მეტი რუსი მარტო ქართველი შეიძლება იყოს…“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.