”როგორც ირკვევა, კურორტ ბახმაროში მდინარიდან ღორღს იღებს ჩოხატაურის მერია და გზები იხრეშება.
ხალხნოო! ამას ყველაფერს სჭირდება ლიზენცია ეროვნული სააგენტოდან და ნებართვები გარემოსდაცვის სამინისტროდან.
და სხვა ადგილი ვერ იპოვეთ ღორღის მოსაპოვებლად? კურორტზე რომ არ იჩუჩქნოთ?
ჩოხატაურის ზედამხედველობის სამსახურმა-გარემოსდაცვის სამინისტროს მიმართეო.
ესენი მასწავლიან ვის მივმართო?
ეს არის კანონდარღვევა და უგუნურება.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო მოძრაობა “ეკოს” ხელმძღვანელი ირმა გორდელაძე წერს.