მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“სტაბილურად მძიმეა, ერთი კვირის წინ იყო რაღაც ნაპერწკალი გაუმჯობესების. რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა… გორის ჰისპიტალი მეგობრებმა ურჩიეს, კარგი კლინიკაა, კარგი სპეციალისტები არიანო და მართლაც კარგი კლინიკაა. 23 დეკემბერს ვესაუბრე ტელეფონით, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალე, რამდენი დღეა, აქ ვარ, ერთი სული მაქვს გარეთ გავიდეო”, – განაცხადა კვაშალმა, რომელმაც დღეს კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა: „თემური, როგორც ბევრი ადამიანი, დღეს კოვიდინფიცირებულია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველ ხალხს ის ძალიან უყვარს და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ხალხის ენერგია გაერთიანდება და მოიმართება იქითკენ, რომ ლოცვებით, კეთილი სურვილებით გააძლიერებენ თემურს. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც საჭიროა – მალე გამოჯანმრთელდეს. აი, ეს არის ახლა საჭირო. საერთოდ კი, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ერთმანეთს მოფერებით, პატივისცემით და ლოცვებით თუ დავეხმარებით, გადავარჩენთ ერთმანეთს კოვიდისგან თუ სხვა რომელიმე დაავადებისგან. სიტუაცია ამ ეტაპისთვის სტაბილურია. ის ძლიერი მომღერალია და მის ფილტვებს არაფერი დაემართება…“ პს. ნუგზარ, შემოგევლე, ყველა ლოცულობს თემურისთვის და იმედი მაქვს, რომ ერთმანეთისთვისაც ბევრს გავაკეთებთ სითბოთი, სიყვარულით და თანადგომით”.
მსგავსი სტატიები
- 92
მას ყველაზე თანამედროვე სასულიერო პირად მოიხსენიებენ, მის მრევლში ბევრი ცნობილი სახეა, ხალხში პოპულარობით სარგებლობს მისი ლექსები, გამონათქვამები, "ფეისბუქის" პოსტები... წლებია, პეტრე კოლხი მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სასულიერო პირია. ექვსი შვილის მამას თავისი განცხადებებით არაერთხელ ჩაუგდია შოკში საზოგადოება... ამჯერადაც ასეა - პეტრე კოლხმა ოჯახისგან მოშორებით, მარტო ცხოვრება არჩია და ერთაწმინდაში სახლი…
- 91
დათო სტეფანოვი ხაშურელი კაცია. მას მუნიციპალიტეტში როგორც რაგბის მწვრთნელს, ისე იცნობენ. წლების განმავლობაში არაერთი ტალანტი ყავს გამოზრდილი. მისი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ. რაგბის მწვრთნელობას დათო კიდევ ერთ საქმეს უთავსებს წარმატებით - ის ულამაზეს მინიატურებს აკეთებს. ეს საქმე მისთვის ჰობზე მეტია, უყვარს და სიამოვნებას იღებს. როგორ…
- 91
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების სკოლის დირექტორმა, ლალი ყაჭეიშვილმა "ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავისი სკოლის პირველკლასელის, გიორგი გოგუაძის ნამუშევარი გაავრცელა, სადაც მოსწავლემ საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებით საკუთარი ფანტაზიით დახატა, რასაც ასეთი სტრიქონი დაურთო - "დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა, დავრგო“. ქალბატონი ლალის პოსტი უამრავი ადამიანისთვის ემოციური აღმოჩნდა და გიორგი გოგუაძის ნამუშევარი…
- 91
2006 წლის 24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს მეფის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა... ამასთან დაკავშირებით, მომღერლის ცნობილი მამა, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "15 წელი ირაკლის გარდაცვალებიდან... ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი - ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის…