არა მკვლელობას – ოზურგეთში ოჯახური ძალადობა გააპროტესტეს

სამოქალაქო სექტორის აქტივისტები დღეს, ჭადრების ბაღში, კინო-თეატრ “ოზურგეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც მათ გურიაში ბოლო დროს მომრავლებული ოჯახური ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ და კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები  ოპერატიულად გაატარონ.

აქცია დაკავშირებული იყო გუშინ ოზურგეთში მომხდარ მკველობის ფაქტთან, როცა  38 წლის ქალბატონი ქალაქ ოზურგეთში ყოფილმა მეუღლემ მოკლა.

ოჯახური ძალადობის შემთხვევები ხშირია გურიაში, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით იმრავლა ასეთმა ფაქტებმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share