მეგობრებს არ უთვალთვალებენ და არ ლანძღავენ – ტომას ილვესის კრიტიკული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას

საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა ემუქრება –  ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ილვესმა, ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ტომას ილვესს  ინტერვიუს დროს არც დაუმალავს, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს არამეგობრული დამოკიდებულითა და არასაკმარისი მხარდაჭერით ევროპა იმედგაცრებულია.
მეგობრებს არ უთვალთვალებენ, მეგობრებს არ ლანძღავენ  – პირდაპირ ეუბნება ესტონეთის  ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას.

მეტიც, ტომას ილვესი საქართველოსთვის შესაძლო სანქცებსა და ქვეყნის სრულ იზოლაციაზე ალაპარაკდა.

ევროპაში საკმაოდ დიდი იყო იმედგაცრუება იმით, თუ როგორ მოქმედებს საქართველო. 

საქართველომ არ გამოავლინა ისეთი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა შეძლეს. ეს უკვე დიდი ხანია, შესამჩნევია. ეს ყველაფერი ახლოს არის დაკავშირებული იმასთან, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით.

საქართველოს ბევრი არაფერი  გაუკეთებია ისეთი, რასაც ევროკავშირში მოელოდნენ, ვგულისხმობ ევროკავშირის საწინააღმდეგოი რიტორიკას და საელჩოებზე მიყურადებას. ეს არ არის გზა, რომლითაც მეგობრების გაჩენა და გავლენის მოხდენა არის შესაძლებელი. 

რუსეთისთვიოს სანქციები ისეთმა ქვეყნებმაც დააწესა, რომელიც არც არის ახლოს დასავლეთთან, თუ საქართველომ ეს არ გააკეთა, მაშინ უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ დასავლეთი მას ერთ-ერთ  თავისიანად არ ჩათვლის. 

კარლ ბილდტთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გავხდი, საქართველოს 2 ყველაზე დიდი მეგობარი ვართ -მიჭირს, ობიექტური ვიყო. 

მე ვარ ერთ-ერთი ბრალდებული იმაში, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ვცდილობ. მსგავსი არასდროს მითქვამს. 

ვფიქრობ, ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ნარატივია. 

თუ აღმოჩნდება ისე, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების საშუალებად, მაშინ დარწმუნებული იყვნენ, ამას რეაგირება მოჰყვება. ეს რეაგირება, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი იქნება– განაცხადა ტომას ილვესმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share