ბაზრისთვის ჯერ კიდევ ეგზოტიკური პროდუქტის მოყვანას ბიო მეურნეობის „სამყურას“ მფლობელი მცირე რაოდენობით აპირებს, რადგან არ იცის, როგორი იქნება პანდემიური ფონი და შეძლებს თუ არა მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას. როგორც ნიკა ბეგალიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ივნისიდან შავ პომიდორთან, იასამნისფერ კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად ფერადი წიწაკებიც გამოჩნდება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ამ დრომდე არ არის.
მისივე თქმით, „სამყურას“ პროდუქციაზე, რომელიც აქამდე მოჰყავდა, მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო. თუმცა როგორი იქნება 2021 წელი, ჯერ არ იცის. არ გამორიცხავს, რომ მაღალი ფასის გამო წელს მყიდველი ცოტა ჰყავდეს.
,,ჩემს პროდუქტზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია და რეალიზაციის პრობლემა ჯერ არ მქონია. თუმცა, სტანდარტულ ფასთან შედარებით ჩემი პროდუქცია ძვირია და რამდენად ექნება ხალხს მისი შეძენის საშუალება პოსტ პანდემიურ პერიოდში, არ ვიცი. ვშიშობ, რომ წელს მოთხოვნა შემცირდენბა“, – განაცხადა ბეგალიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.