იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ მოქალაქეებთან შეხვედრებს გამართავს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებს კონსულტაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ.
გურიის მუნიციპალიტეტებში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება:
15 აგვისტო, 11:00 სთ – ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერი
15 აგვისტო, 11:30 სთ – ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია
15 აგვისტო, 12:00 სთ – ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი „ჭადრების ბაღი“
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 – 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.
დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 1/3 კვლავ დაურეგისტრირებელია.
რეფორმა ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის პირველ იანვრამდე დასრულდება.