ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ცნობილი ოზურგეთელი პედაგოგი ლიანა იმედაშვილი გარდაიცვალა.
ლიანა იმედაშვილი წლების განმავლობაში იყო, ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი და სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს უამრავი ჯილდო წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.
ლიანა იმედაშვილი 82 წლის ასაკში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.
მას შაბათს დაკრძალავენ.
გამოსვენება ოზურგეთი, კლდიაშვილის ქ#21.
“გურიის მოამბე” იზიარებს, ოჯახის, ნათესავებისა და საზოგადოების მწუხარებას და გამოთქვამს წუხილს წარმატებული პედაგოგისა და მენეჯერის გარდაცვალების გამო.