145 ვაკანსია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში – შსს-მ კონკურსი გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება შეუძლიათ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://hr.police.ge

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსი გამოცხადდა პატრულ-ინსპექტორის 47 ვაკანტურ თანამდებობაზე, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე კონტროლიორი) 38 ვაკანტურ თანამდებობაზე და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) 60 პოზიციაზე.

 პატრულ-ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე:

თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 22 ვაკანსია;
მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 2 ვაკანსია;
ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 3 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 4 ვაკანსია;

კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 1 ვაკანსია;

იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 3 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 5 ვაკანსია;

გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 2 ვაკანსია;

აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 5 ვაკანსია.

პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ვაკანტურ თანამდებობაზე:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახური – 35 ვაკანსია;

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (დარიალი) – 2 ვაკანსია;

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამება) – 1 ვაკანსია.

მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) პოზიციაზე:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (ქუთაისის აეროპორტი) – 20 პოზიცია;

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (დარიალი) – 8 პოზიცია;

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური – 20 პოზიცია;

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს სამსახური – 12 პოზიცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share