„გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ეხმარებიან საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა.
„ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკა მუშაობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკური სპექტრის ირგვლივ. ასე შეგვიძლია, ჩვენ უკეთესად დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას ვაკეთებთ ქართველ პარტნიორებთან 30 წელია და ამის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებშიც. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომელზეც ჩვენ გვაკისრებენ პასუხისმგებლობას პოლარიზაციაზე, რომელიც აქ არის, არის გადაბრალების მცდელობა ჩვენზე და დასავლელ პარტნიორებზე მათგან, ვინც იცის, რომ თავად არიან პასუხისმგებლები. შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს. ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, გადახედონ ბოლო 3-4 წელს და დაფიქრდნენ, საიდან მოდის ეს პოლარიზაცია.
„გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ეხმარებიან საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა. აი, რაზე უნდა ფოკუსირდეს პარლამენტი და ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, ყველა მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ გააკეთებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშავოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.