მარტვილის რაიონში, სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ.
ცნობილი ხდება, რომ ის მდინარეზე ბაბუასა და ძმასთან ერთად იმყოფებოდა, ნაპირზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გაუჩინარდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ბავშვს მაშველები უკვე დაახლოებით 4 საათია ეძებენ.