თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში უკვე ჩავიდა. ქალაქ ლვოვში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, რომელმაც დილიდან უკრაინაში რამოდენიმე შეხვედრა გამართა. ადგილზეა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. სამმხრივი მოლაპარაკებები ლვოვში ცოტა ხანში დაიწყება.
თურქული პრესის ინფორმაციით, ერდოღანი უკრაინელ კოლეგას პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხიც, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის ჯარს აქვს ოკუპირებული.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროისადგური მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ რუსეთის მხრიდან ახალი მუქარა ისმის. ოკუპანტები პროვოკაციებზე საუბრობენ, რომელიც თითქოსდა უკრაინის მხრიდან არის მოსალოდნელი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კიევი ატომურ სადგურზე ხელოვნურ კატასტროფას მოაწყობს და ამას მოსკოვს დააბრალებს.