უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 44 700;
- ტანკი – 1 899;
- ჯავშანტექნიკა – 4 195;
- საარტილერიო სისტემა – 1 016;
- სარაკეტო სისტემა – 266;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141;
- თვითმფრინავები – 234;
- ვერტმფრენი – 197;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 795;
- საკრუიზო რაკეტები – 190;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 130;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 94.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.