“წუწუნის დროს თქვენ ხდებით მაგნიტი… უსიამოვნებებისთვის“

„წუწუნის დროს თქვენ ხდებით მაგნიტი… უსიამოვნებებისთვის“ „წუწუნის დროს თქვენ ხდებით მაგნიტი… უსიამოვნებებისთვის“

სიყვარული – შედეგია, სიძულვილი – შედეგია, სიხარული – შედეგია, სევდა – შედეგია, სიმდიდრე – შედეგია, სიღარიბე – შედეგია, ერთგულება – შედეგია, ღალატი – შედეგია, ჯანმრთელობა – შედეგია, ავადმყოფობა – შედეგია, წარმატება – შედეგია, წარუმატებლობა – შედეგია, ადამიანის წონაც კი შედეგია. სამყარო მიზეზ–შედეგობრიობის კანონზეა აწყობილი! თუ გსურთ შედეგის შეცვლა, მოძებნეთ და შეცვალეთ მიზეზი! ზოგჯერ დაკეტილი კარს არ სჭირდება გასაღები და ისე იღება, ამიტომ, ჯერ სანამ იტყვი, რომ გასაღები არ გაქვს, მანამდე კარს უბრალოდ მიაწექი – კარი შეიძლება დაკეტილი კი არა, უბრალოდ მოხურული იყოს. ბავშვობაში ჩამოყალიბებული ფასეულობები და მრწამსები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ადამიანის აზრებს, ემოციებს და მოქმედებს და აქედან გამომდინარე შედეგებსაც. თუ არ მოგწონთ მიღწეული შედეგები, მაშინ შეცვალეთ თქვენი ფასეულობები, მრწამსები, აზრები, ემოციები, მოქმედებები, შეეცადეთ გაიხსენოთ და გააცნობიეროთ თქვენს პრობლემასთან პირდაპირ ან ასოციაციურად დაკავშირებული ბავშვობაში გადატანილი უსიამოვნო განცდები და შეცვალეთ ის. თუ არ გაკმაყოფილებთ ნაყოფი, შეცვალეთ არა ნაყოფი, არამედ ფესვი, შეცვალეთ უხილავი (თქვენს თავში) და მიიღებთ სასურველ ხილულს. როდესაც ღმერთი ერთ კარს ხურავს, მეორეს აუცილებლად აღებს! პრობლემა არის იმ ძალის მქონე, რამდენსაც მას ჩვენ ვანიჭებთ. წუწუნის დროს თქვენ ხდებით მაგნიტი… უსიამოვნებებისთვის. ცოდნის ჭეშმარიტი მაძიებელი არასდროს ჩერდება შუა გზაზე, რადგან მან იცის, თუ არ იპოვა ის, რასაც ეძებს, მაშინ ის…საკუთარ თავს დაკარგავს. შეიყვარეთ ის ადამიანები, ვის გვერდითაც ცხოვრობთ, შეიყვარეთ ის გარემო, სადაც ახლა ხართ და ამ ყველაფრისთისთვის მადლობა შესწირეთ ღმერთს; – თქვენ ხომ, ამისთვის იღვწოდით! უკეთესი გინდათ? იღვაწეთ მაშინ ამისთვის. «უტყუარი ნიშანი იმისა, რითაც კარგ ადამიანს შევიცნობთ, არის ის, რომ მას თავისი დედ–მამა უყვარს«. – გიორგი გურჯიევი – ასე, რომ თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობთ, სახლიდან გასვლის წინ უთხარით: «დამლოცე დედა«. ხშირად გაიხსენეთ ხოლმე დედის ლოცვა და მამის ღიმილი. ნუ იქნებით საკუთარი მშობლებით უკმაყოფილო, დაე, თქვენ იყავით უკეთესი მშობლები საკუთარი შვილებისთვის. როდესაც თქვენ წინ «უსაშველო პრობლემა» დგას — ის კარგად გაანალიზეთ, დაშალეთ ნაწილებად, შეხედეთ სხვადასხვა მხრიდან და მასში უამრავ სასარგებლოს აღმოაჩენთ. ეს აღმოჩენა თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს და პოზიტიურს გახდის. თქვენს გარშემო ყველაფერი თქვენი მასწავლებელია. ყველა და ყველაფერი თქვენი გამოცდილების დაგროვებას უწყობს ხელს. ამიტომ, პატივი ეცით და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს იმისათის, რომ დაუღალავად გასწავლით. თქვენ შემთხვევით არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფებით. «შიში ყველანაირად ანგრევს ადამიანს. მოიშორეთ შიში – შეუბრალებლად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. შიში და გამარჯვება (წარმატება) ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდება. თუ თქვენ გეშინიათ წარღვნის – მაშინ მიიღებთ წარღვნას, ხოლო ეს თქვენს მეზობელს არ შეეხება. თავი ასწიეთ და გაბედულად, ყოველგვარი შიშის გარეშე იმოქმედეთ!»

სიყვარულით რამაზ გიგაური (ლაქშმი რავი რამანანდა)

წყარო: jolo.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share