“უკრაინელები ხერსონს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე გაათავისუფლებენ… მათი 90%-ზე მეტს სჯერა გამარჯვების” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.
ივლისის დასაწყისიდან დონბასშიც კი რუსები პრაქტიკულად ვერ წავიდნენ წინ. მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები გაათავისუფლებენ ხერსონს, ერთადერთ რეგიონულ ცენტრს, რომელიც შემოჭრის შემდეგ აიღეს რუსებმა.
რუსეთს დარჩა არტილერიის 4-5 თვის მარაგი მაშინ, როცა უკრაინის საარტილერიო არსენალი მუდმივად იზრდება. ძირითადი იარაღი დასავლეთიდან უკრაინაში შევა შემოდგომაზე.
ჩემთვის მაინც მთავარი მაჩვენებელი არის ის, რომ უკრაინელების 90%-ზე მეტს სჯერა გამარჯვების. უკრაინელები, როგორც წესი, კარგად არიან ინფორმირებული და პროპაგანდას არ უჯერებენ. ისინი საკუთარ ინფორმაციას და დასკვნებს ეყრდნობიან, – წერს მიხეილ სააკაშვილი.