„ნუ ვიჩქარებთ!“ – რას ამბობს ჭყონია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე?

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღების გადაწყვეტილება ნაადრევია – „განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!“ – ამბობს ბიზნესმენი.

„ტურიზმი რა თქმა უნდა ძალიან მოქმედებს ეკონომიკაზე, ლარის კურსის სტაბილურობაზე, ქვეყანას სხვა შესაძლებლობა აქვს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს არ არის მარტო ტურიზმი, ადამიანები შესაძლებელია გაექცნენ პუტინის რეჟიმს და ჩამოვიდნენ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ სავიზო რეჟიმის დაწესება ექსტრემალურად ადრეა, განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share