ავარია ქობულეთში – დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, მდინარე კინტრიშთან ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, რომ დაშავებულები, მრავლობითი დაზიანებებით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და ქობულეთის “ევექსში” გადაიყვანეს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share