პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე ქართულ პოლიტიკაზე და საქართველოს უიღბლობაზე სოციალურ ქსელში წერს:
“ასეთი, სრულიად ინდეფერენტული ქართული პოლიტიკური სივრცის მიმართ 32 წელი არ ვყოფილვარ: არც ახალ სიტყვას, არც ახალ ენერგიას, არც ახალ სათქმელს და არც – ქმედებას არ ველი. არც არაფერს ვუყურებ ქართულს და არც არაფერს ვკითხულობ. ცარიელ ადგილად იქცა ქართული პოლიტიკა ჩემთვის, ისევე როგორც ჩემზე ადრე, საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის და ახლა სრუუუუულიად გასაგებია, რატომ არსებობენ ერთმანეთისგან რადიკალურად აცდენილ სივრცეებში პოლიტიკოსები და დანარჩენი საქართველო. მაშინ როცა დუღს და თუხთუხებს მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაში, საქართველოსნაირი უიღბლო ქვეყანა იშვიათია: სწორედ მაშინ დაიცალო სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიისგან, როცა სამყარო ისტორიულ შანსს გაძლევს”, – წერს ლაგაზიძე.