პუტინმა შოიგუ გვერდზე გასწია – რა ცნობები მოიპოვა ბრიტანეთის დაზვერვამ

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, არაეფექტური მართვის გამო, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გვერდზე გასწიეს. ბრიტანული დაზვერვა დამოუკიდებელ რუსულ მედიას ეყრდნობა. უწყება წერს, რომ ახლა ოპერატიული მეთაურები ომის შესახებ ინფორმაციას შოიგუს გვერდის ავლით, პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აცნობენ.

 

გარდა ამისა, დაზვერვის ცნობით, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები შოიგუს მისი არაეფექტური ლიდერობის გამო რეგულარულად დასცინიან, რადგან რუსეთის პროგრესი ფრონტის ხაზზე შეჩერებულია.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, სამხედრო გამოცდილების ნაკლებობის მქონე შოიგუ რეპუტაციის მოპოვებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. დაზვერვა წერს, რომ მან კარიერის უმეტესი ნაწილი სამშენებლო სექტორსა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროში გაატარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share