ჟურნალისტი, თამო კეშელავა საქართველოს ტერიტორიებზე მასობრივად გაჩენილ ხანძრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ხანძრები რომ გინდა ვინმეს დააბრალო და გატენილი როა ქვეყანა რუსეთის ჯაშუშებით, რუსი ჯარისკაცები რომ თავისივე გავლებულ ოკუპაციის ხაზს არღვევენ და ჩვენ კონტროლირებად მიწაზე დასეირნობენ და შენ მაინც ქართველს ამოარჩევ და ქართველების დადანაშაულებას რომ ცდილობ ქვეყნის პირველი პირი, “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?” – წერს თამო კეშელავა.