„კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა“, – ამის შესახებ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ იმედიანად ვარ. საბოლოო დასკვნა უნდა განიხილოს საქმის მოსამართლემ. ჩემი შვილის საქმეში კითხვის ნიშნებს ბევრი რამ აჩენს. ახლა ყველაზე მეტად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაწუხებს, ის მძიმედაა.
ამჟამად მისი მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც კარგი – კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე იყო. დრო გადის, ჩვენ კიდევ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ვაკვირდები შვილს და ის ყოველ დღე კიდევ უფრო მეტად სუსტდება, ამიტომ მინდა, რომ დასკვნები მალე გამოქვეყნდეს“, – თქვა ალასანიამ.