გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ინფორმაციას ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი, კახა იმნაძე “ტვიტერზე” ავრცელებს და ბაქრაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
თავად იმნაძე საქმიანობას კანადაში გააგრძელებს.
დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე აშშ-ში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. ის თანამდებობაზე დავით ზალკალიანმა შეცვალა.
შეგახსენებთ, 7 ივნისს, “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის დანიშვნაზე გაეროში, ხოლო კახა იმნაძის დანიშვნაზე კანადაში, უარი თქვა. რის გამოც, “ოცნების” ხელისუფლებამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.