‘ამ რეცეპტით მომზადებულ სადილს გურიაში “მოწეპილი” ერქვა და ხშირად აკეთებდენ ჩვენი ბებიები”-ზურა შევარდნაძე

ინდაური ან ქათამი წლევანდელი, ახალი ჯობია. წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ამოვხრაკოთ, დავნაყოთ თხილი, აკატრებული ქინძი, 3 კბილი ნიორი, 5-6 ცალი კანგაცლილი კარგად მწიფე პამიდორი, უცხო სუნელი, ზაფრანის ყვავილი წიწაკა და მარილი, დავახუროთ თავსახური და შემოვწებოთ მჭადის და პურის ფქვილის ცომით, ისე, რომ ორთქლი არსაიდან გამოიპაროს, დავდგათ ნელ ცეცხლზე 1 საათით, წყლის დამატება არ სჭირდება, რადგან ორთქლი ქვაბში ჩაბრუნდება და საკმარის წვენს შეიყენებს. ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხები ისე, რომ არ დასკდეს, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი, 3 წუთი წამოვადუღოთ და მზადაა.
ამ რეცეპტით მომზადებულ სადილს გურიაში “მოწეპილი” ერქვა და ხშირად აკეთებდენ ჩვენი ბებიები.
რეცეპტი გააცოცხლა ნინო კვაჭანტირაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share