რუსეთის დროშა ქუთაისის ცენტრში – “ოცნების” რუსული პოზიცია და ხმაური საკრებულოს სხდომაზე

საოკუპაციო რეჟიმის მთავარი სიმბოლო ქუთაისის ცენტრში და ქართული ოცნების რუსული პოზიცია. ყოფილ საპარლამენტო დედაქალაქში  ჯერჯერობით დაუდგენელმა ქართველმა მამაკაცმა რუსეთის დროშა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში აღმართა. სავარაუდოდ თანმხლებ პირებთან ერთად ის, დროშის აღმართვის გარდა, საუბრობს საქართველოს რუსულ მომავალზე, აქებს ვლადიმერ პუტინს და კადიროვს და რუსეთს წინსვლისკენ მოუწოდებს.

ამ აშკარად კოლაბორაციონისტულ პერფორმანსზე კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების რეაგირება. ქართულ ოცნებაში ფაქტობრივად არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ ქუთაისის ცენტრში რუსეთის დროშის აღმართვაზე. უფრო მეტიც – ქუთაისის მერი უკიდურესად გაღიზიანდა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებმა რეაგირება მოსთხოვეს. მმართველი პარტიის ლიდერებმა კი ჩვეულ სტილში ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალეს.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share