“ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება” – ზურაბიშვილი ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე

“ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა, ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება” – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და მის მიერ, გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ეხმაურება და საკუთარ გადაწყვეტილებას განმარტავს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას არ სურდა, რომ საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ელჩის გარეშე ყოფილიყო წარმოდგენილი.

ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რომ რაღაცის შემეშინდა, იმიტომ რომ აქამდე სანამ მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე, მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იყო მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მითუმეტეს, ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება გაეროს გენერალური ანსამბლეა იმართება სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი საქართველოს ელჩი იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ გენერალურ ასამბლეაზე, – ამბობს ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share