გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 4 სექტემბრამდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების განცხადებით, დედაქალაქში ტემპერატურა 38 გრადუსი იქნება, ხოლო დაბლობსა და ბარში 35-დან 40 გრადუსამდე. მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, 4 სექტემბრიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში წვიმას ვარაუდობენ.