პუტინის გარემოცვას არ სჯერა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების უკრაინის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გენადი ჰუდკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის გარემოცვა ერთი მეორის წინ ცოცავს, ამასობაში კი რუსეთის ფედერაციის რესურსები იწურება და არც ერთ სერიოზულ ქვეყანას არ სურს კრემლთან ბიზნესის კეთება.
“არ არსებობს რესურსი მათ რომ შეეძლოთ რაიმეს გაკეთება, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. მათ არ აქვთ შემაკავებელი ფაქტორები. არც მორალური, არც ადამიანური, არც თანაგრძნობა და არც სინდისი”, – განაცხადა ჰუდკოვმა.
მანამდე კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ რუსეთს “გამარჯვებისთვის საკმარისი რესურსები აქვს – არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ინტელექტუალური“.
შეგახსენებთ, რომ ადრე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა დათმოს უკრაინის ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორია.
მისი თქმით, ახლა რუსეთის პრეზიდენტს სურს ნაწილობრივ დააფიქსიროს “ახალი ტერიტორიული შენაძენები და სხვა ტერიტორიების ახალი სამართლებრივი სტატუსები”.