ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში. ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ამავე მარკის მიკრო ავტობუსი დაეჯახა. სამარშუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მასში დაახლოებით 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. საჭირო გახდა რამდენიმე დაშავებულის სტაციონარში გადაყვანაც.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276 ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share