ოზურგეთელი მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი იური ლომაძე ( ბერძნულ – რომაული სტილი) მსოფლიოს პირველი მოჭიდავის ტიტულისთვის იბრძოლებს.
იური ლომაძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა. ( მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები)
იური ლომაძესთან ერთად ბელგრადში, მსოფლიო პირველობაზე 9 ქართველი იჭიდავებს.
ჩემპიონატი 10 სექტემბერს დაიწყება.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს :
55 კგ – ნუგზარ წურწუმია
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
63 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – ჯონი ხეცურიანი
72 კგ – შმაგი ბოლქვაძე
77 კგ – იური ლომაძე
82 კგ – გელა ბოლქვაძე
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი
97 კგ – გიორგი მელია
130 კგ – იაკობ ქაჯაია
საქართველოს ნაკრები წინასაშეჯიბრო დასკვნით შეკრებას ორ დღეში დაასრულებს.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით ოზურგეთელ იური ლომაძეს!!!