უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 14 სექტემბერს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით – 53 650;
- ტანკი – 2 180;
- ჯავშანტექნიკა – 4 665;
- საარტილერიო სისტემა – 1 290;
- სარაკეტო სისტემა – 311;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 167;
- თვითმფრინავები – 246;
- ვერტმფრენი – 215;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 908;
- საკრუიზო რაკეტები – 233;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 501;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 120.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.