რელიგიის სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას ულოცავს.

„სავარაუდოდ, ახალი საეკლესიო წელიწადის – ინდიქტიონის ათვლა 14 სექტემბრიდან (ახალი სტილით) პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამ დღეს, ძველი სტილით 1 სექტემბერს, ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაი ჩემს ზედა, რომლისათვის მცხო მე…. ქადაგებად წელიწადი უფლისა შემწყნარებელი“,-აღნიშნულია მილოცვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share