პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფრონტის ხაზზე უკრაინელების წარმატებების შესახებ წერს.
“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #ბუკადეილი მოვიდა ისევ, მშვიდად და დინჯად ამჯერად!ცოტა ამოსუნთქვაც კარგია, სანამ მორიგ ქარბორბალას დაატეხენ თავს ჩვენები ურდოს!
არადა იქნება აუცილებლად და მალე! აბა, ჩაინიშნეთ: ჩერნობაევკა ფიქჩერზ ხომ გახსოვთ? სულ სიგარეტის ნამწვის უადგილო ადგილას დაგდებაზე რო იყო ცხელ-ცხელი კადრები? ჰოდა მალე ჩვენები დააწესებენ იქ ხანძარსაწინააღმდეგო ზომების დაცვაზე მკაცრ ზომებს! ჩერნობაევკადან კიდევ ბინოკლის გარეშე ჩანს ხერსონი! ცეცხლზე და ხანძარზე რაღაი ვსაუბრობთ, ხერსონის რეგიონის პრაქტიკულად მთელს ტერიტორიაზე ჩვენებმა ისედაც დააწესეს საცეცხლე კონტროლი! წინ დიდი გამარჯვებისკენ!
საცოდავი ვეღარც შეცსებას იღებს და ვეღარც ადგილიდან ინძრევა! კახოვკის მიდამოებში გაუფხაკურებიათ გუშინ რაღაც, რომ ჩვენების პონტონები დაეზიანებინათ! მოხვდათ ეგრევე თავში!
პუტლერის პირადი პოვარი პრიგოჟინი – 4პ, პატიმრებს პატიებას (ჰ)პირდება პირადად – ისევ 4პ, დაწოწიალობს ციხე ციხე და ვერ აგროვებს “ზეკებს”. პირობები შემდეგია: რეციდივისტებისთვის – 6 თვიანი, უბრალო დამნაშავეებისთვის – 3 თვიანი კონტრაქტი ფრონტის ხაზზე, სრული რეაბილიტაციის სანაცვლოდ! მაპატიეთ, მაგრამ სულ ფეხებზე ჰკიდიათ მისი პირობები! არ მიყვება პოვარს არავინ სიკვდილზე! ჰა-ჰა, ათასი კაცი მოაქუჩოს!
ურდოს მთავარი იმედი – მე-3 საარმიო კორპუსი დიდის ამბით ხარკოვის “გადასარჩენად” რომ გადმოსტყორცნეს და დააღუნეს ჩვენებმა თავზე ტანკები და არტილერია, ქე რომ გაავსეს იოსიას რიგები მდელოზე 53 ათასზე მეტით, ახლა მწვავე უკმარისობით ელოდება ახალ სისხლს, მაგრამ სორე იაკუტები და ბურიატები? ფაფუ! მაგი კი არა, ერთი ტყვე აიყვანეს ჩვენებმა, ტიპმა შამპუნზე გავედი მაღაზიაში, ჩამტენეს დნრ მილიციამ და ასე ამოვყავი თავი თქვენთანო! ძალიან მაგარი არმია ყავს ურდოს! მეორე კი არა, პირველი, ოღონდ ტ…ეგუსიგალპადან…
პრიგოჟინის პორწიალი რა მოსატანია, მიფრატუნობს დღეს ასტანაში (დაწყებულია გადარქმევის პროცედურა – ნურსულტანს ისევ ასტანა დაერქმევა). მახსოვს, რა მედიდურობით ჩადიოდა განსაკუთრებით შუა აზიაში ხოლმე პუილო პუტლერ პუტინი – 3პ (გავერთოთ ცოტა), ახლა უნდა დეეღრიჯოთ პრეზიდენტ ტოყაევს, არ წახვიდე არ დამტოვო, შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერიაო (მეტი არაა ჩემი მტერი – კუკუ ოდეკაბე), პრეზიდენტ ერდოღანს მუხლებში ჩაუვარდეს, მიშველე რამე კავკასიაშიო და მის ბოლო იმედს პრეზიდენტ სი ძინპინს უნდა რაჟა სარჩიმელიასავით ჩაბარდეს, მოვედი ბატონო პოლიცმაისტერო, შემიფარე ოღონდ და დავდგები შენს ჩაფრად და თუ გინდა კარისკაცადო! “პა-რაშკასთან” გაგიხერხებთ ადგილს, თუ დაშოშმინდებიო, იქნება მისთვის პასუხი! დრონი მეფობენ და არა პუტლერებიო!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო იმარჯვებს – ბოროტების იმპერია მარცხდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.