რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა

2022 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 434.4%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოს 213 261 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 39 909 იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი 1-ელ ადგილზეა. მას მოსდევს სომხეთი – 138 471 ვიზიტორით, მე-3 ადგილზე კი თურქეთია – 103 548 ვიზიტორით.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share