მძღოლი, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟს დაეჯახა, სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშ იყო – ახალი დეტალები

მძღოლი, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟს დაეჯახა, სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშ იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

“ადამიანს, რომელიც მართავდა, ჰქონდა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები. იყო გარკვეული სტიმულატორები”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი ავარიაში გუშინ საღამოს კიევთან ახლოს მოყვა. პრეზიდენტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. იმ ავტომობილის მძღოლი კი, რომელიც პრეზიდენტის კორტეჟს დაეჯახა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

tia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share