NDI-ს კვლევით, უმრავლესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასე გადანაწილდა:
- დიახ – 39%;
- არა – 56%;
- არ ვიცი – 4%;
- უარი პასუხზე 2%;
ახალგაზრდების 65 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. კითხვაზე – თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასე გადანაწილდა:
- 65% – არა; 29% – კი; [ 18-34 წლის ასაკი];
- 55% – არა; 41% – კი [35 – 54 წლის ასაკი];
- 48% – არა; 47% – კი [55+ ასაკი]
ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.