პარიზის მერმა ენ იდალგომ, ელისეის მინდვრების გარდასახვის პროექტი დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც 250 მილიონ ევროს შეადგენს და 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოებს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შემდეგ დაიწყებენ.
პროექტის ფარგლებში, პარიზის ცენტრის 1.9 კილომეტრი „ექსტრაორდინალურ ბაღად“ უნდა იქცეს.
ლეგენდარულმა პროსპექტმა თავისი მშვენიერება უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სრულიად დაკარგა. პარიზელები მას ნელ-ნელა ტოვებენ, რადგანაც ეს ადგილი ისეთი მძიმე მოვლენების „მოწმე“ გახდა, როგორებიცაა: „ყვითელი ჟილეტები“, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართ გაფიცვები და ა.შ. – ნათქვამია ელისეის მინდვრების კომიტეტის განცხადებაში.
გეგმაშია საავტომობილო სივრცის ორჯერ შემცირება, საავტომობილო გზების საფეხმავლოდ და მწვანე ზონებად გადაკეთება, ასევე ხეივნების გაკეთება. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სახელგანთქმულ კონკორდის მოედანსაც.
არქიტექტორ ფილიპ ჩიამბარეტას სურვილია, მინდვრები აქციოს „ეკოლოგიურ, სასურველ და ინკლუზიურ ადგილად“ და დაუბრუნოს მათ ყოფილი მშვენება.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
მსგავსი სტატიები
- 70
საინტერესო ფაქტია - ადამიანს კატა ან უყვარს, ან სძულს, როცა "საქმეზე საქმეზე მივა", მათ მიმართ გულგრილი არავინ არ იქნება, მხოლოდ - უკიდურესობა. როგორც წესი, კატების მოყვარულთ უჭირთ იმისი ახსნა, თუ რატომ არიან მათზე მიჯაჭვულნი და რატომ უყვართ ისენი, რა დროსაც სპეციალისტები, მათ მოძულეებს ურჩევენ გადახედონ თავიანთ ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. გამოცდილმა ფსიქოლოგებმა…
- 69
ძალიან ბევრ ჩვენგანს სჩვევია წუწუნი იმაზე, რომ მცირე ფართში ცხოვრობს, ან პირიქით - დიდი ფართის მფლობელი იმას გაიძახის, რომ "ამხელა საცხოვრებელი ფართი უაზრობაა". თუმცა, მათ ალბათ არ აქვთ ნანახი ის, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება ჰონგ-კონგის მაცხოვრებლებს თავინთ "გალია-კუბოებში"! ჰონგ-კონგი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრია და იმის ხილვა, თუ სად ცხოვრობენ…
- 69
- 67
გეგმავთ სიბერის ტკბილად და მშვიდად გატარებას? კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შემდეგ მთელს მსოფლიოში მოგზაურობა ისევ შესაძლებელი იქნება და არც არჩევანში შეიზღუდებით. მაგრამ იმის გარკვევა, თუ სად უნდა წავიდეთ, შეიძლება რთული იყოს. აი რას გვკარნახობს საერთაშორისო ცხოვრების ყოველწლიური გლობალური საპენსიო ინდექსი, რომელიც პენსიონერებისთვის მისაღებ ქვეყნებს 10 ფაქტორის მიხედვით ადგენს. ესენია: ცხოვრების ღირებულება,…