ექსპერტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ასე ვართ:
ხელფასებს რომ ავიღებთ ხოლმე, მერე გადასახადებს გადავიხდით – ვიღაცას მშენებლობის ბიზნესს დავუსუბსიდირებთ, ვიღაცას რესტორნის ბიზნესს; ცხადია, ბიზნესს საბანკო ვალებს გადავუხდით. იქ პარლამენტარს ვუხდით გზის, კვების, გართობის ფულს, იქ უსაქმურ ჩინოვნიკს, იქ უმაქნის ოპოზიციონერს, იქ საზმაუს, სპორტულ ფედერაციებს და ა.შ.
შემდეგ ჩვენი და ჩვენი მეუღლეების განკარგულებაში რჩება რამდენიმე ლარი ყველა სხვა საჭიროებისთვის.
მოსახლეობის ნაწილი ამასაც ვერ ახერხებს.
უცნაურად ვართ – რეალურად ღარიბები ხომ ვართ, საკმარისი არც სამოსი გვაქვს, არც საჭმელი, ელემენტარული რესურსები აკლია საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, მაგრამ ხელისუფლების “მოწადინებით” საოცარ რაღაცეებში გვადებინებს იძულებით ფულს.
ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაქონდაო.
ვართ ასე.
მხიარულად.”- წერს გამზარდია.