“რა სჭირს ვახტანგ გომელაურს ისეთი , რომ ასეთი იაფფასიანი შოუ დადგას . არც იმიჯი აკლია და არც კაცობა “, ამის შესახებ კახა კახიშვილმა “ჯორჯიან თაიმსის ეთერში ქუთაისში მიმდინარე სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
“წარმატებით დასრულდა სპეცოპერაცია, იმის ნაცვლად, რომ დღეს ადამინური მადლობა გადავუხადოთ მას ვახტანგ გომელაურს და მის თანამშრომელს და ვამბობთ, რომ რომელიმე თანამშრომელი იყო გადაცმული… რა ჭირს ვახტანგ გმელაურს ისეთი , რომ ასეთი იაფფასიანი შოუ დადგას . არც იმიჯი აკლია და არც კაცობა” – განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ, დამნაშავეს 12 ადამიანი მძევლად საქართველოს ბანკში, 9 საათის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ბანკზე თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, შემდეგ კი 1.5 მილიონ ლარს ითხოვდა.
ამ დროისთვის არსებული ვითარებით, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში, სავარაუდოდ, სპეცოპერაცია დასრულებულია. ცოტა ხნის წინ, მძევლები, რომელიც შეიარაღებულ პირს დღეს დილიდან ამ დრომდე დატყვევებული ჰყავდა, შენობიდან გამოიყვანეს.